Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა

21 მარტი, 2016 20:25

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო  არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაასრულა. უწყების თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2016 წლის 25 თებერვალს დაიწყო გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რომელსაც საფუძვლად დაედო განცხადებები, რომლებიც ეხებოდა საგარეჯოში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს.  

საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, დაიკითხა 30-მდე მოწმე, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხსენებული არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით. 

ჩატარებული გამოძიების შედეგად, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე  გამოძიება შეწყვიტა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^