Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქო კადრებზე: რელიგია დაიცავს მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებულ ურთიერთობებს

22 მარტი, 2016 2:40

საქართველოს საპატრიარქო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს ეხმიანება და განცხადებაში აღნიშნავს, რომ მას გამიზნულ ბოროტებად და დანაშაულად მიიჩნევს, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ.

„ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ყოველგვარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს და მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედება არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ.

ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ ქრისტიანული სამყარო, ისევე როგორც  ყველა ტრადიციული რელიგია, რა თქმა უნდა, დაიცავს და აკურთხებს მხოლოდ კანონიერ მეუღლეებს შორის სიყვარულისა და ქორწინების საფუძვლებზე დამყარებულ ურთიერთობებს და ყოვლად მიუღებლად თვლის ნებისმიერი სახის სხვა თანაცხოვრებას;

რაც შეეხება მონანულ ადამიანს, მას ეკლესია იწყნარებს და სიყვარულით უღებდა და კვალავაც გაუღებს კარს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^