პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციური ცენტრები გაიხსნება, სადაც მოსახლეობა სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლება, როგორებიცაა პროგრამირება, დიზაინი, მეწარმეობა, ელექტრონიკა. პრემიერის თქმით, ეს საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტისთვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში მოხდება და ხელს შეუწყობს რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას.
„მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტისათვის, რაც გულისხმოვს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად" - თქვა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის რესპუბლიკამ საქართველოს მთავრობისთვის დაახლოებით 135 მლნ ევროს სესხი და 5 მლნ ევროს გრანტი გამოყო, რაც საინვესტიციო პროექტების, ენერგეტიკის,მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს მოხმარდება,
„გარდა ამისა დაფინანსდება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები,როგორიც არის პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება,მეტროლოგია,გარემოოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება" - თქვა პრემიერმა.