სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას თქმით, ვიდეოჩანაწერების გავრცელების პრევენცია შეუძლებელია, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში, „იმიტომ, რომ ეს მართლაც შეუძლებელია".
„ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, იცით რომ ბელგიაში მოხდა ტერორისტული აქტი და სულ რაღაც ორი დღის წინ ისევ გავრცელდა მუქარა, რომ მსგავს ტერორისტულ აქტებს ადგილი ექნება ევროპაში. ამ დიდი საფრთხის პრევენცია ასეთი ვიდეოჩანაწერების პრევენცია რატომაა შეუძლებელი მათ შორის განვითარებული ქვეყნებისთვის? იმიტომ რომ ეს მართლაც შეუძლებელია.ნებისმიერი სახელმწიფო ასეთი საფრთხეებისგან დაცული არაა. ასეთი ჩანაწერების გავრცელებისგან. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ამერიკის დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში სადაც ტერორიზმის წინ კიბერსაფრთხეები და ტექნილოგიური საფრთეებია დაყენებული. შესაბამისად იქნება ეს ტერორიზმის საფრთხის შემცველი თუ სხვა მუქარის შემცველი ვიდეო, რაც საქართბელოში ვრცელდება, სამწუხაროდ ამისგან დაცული, ამის გარანტი, ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება" - თქვა იზორიამ.
მისი განმარტებით, მაქსიმალური რესურსი იქნება გამოყენებული, რომ ოდენტიფიცირება მოხდეს, თუ საიდან აიტვირთა კადრები და ვინ არის ამ IP მისამართელბის უკან.
`ყველანაირ ღონეს მივმართავთ, რომ ის მუქარები და განცხადებები, რომლებიც კონკრეტულ თარიღს უკავშირდება იქნებს თავიდან აცილებული და აღკვეთილი" - თქვა მან ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.