Instagram-ის მომხმარებლებისთვის უფრო ხანგრძლივი ვიდეოების ატვირთვა დღეიდან დაიწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა მომხმარებლისთვის გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა.
ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია Instagram-ს 2013 წელს დაემატა და მას შემდეგ მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 15 წამია. ცვლილების შემდეგ კი, კომპანიის ინფორმაციით, მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 წუთამდე გაიზრდება.
„გვსურს, შემოგთავაზოთ მეტად სახალისო მოქნილი და კრეატიული შესაძლებლობები, ატვირთოთ და უყუროთ ვიდეოებს Instagram-ზე. მიმდინარე პროექტით სულ მალე გექნებათ საშუალება, ატვირთოთ 60-წამიანი ვიდეოები თქვენს გვერდებზე. ეს პირველი ნაბიჯია იმ მრავალთაგან, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში შემოგთავაზებთ.
ბოლო 6 თვის განმავლობაში მაჩვენებელმა, თუ რამდენად ხშირად და მეტ ხანს უყურებენ ადამიანები ვიდეოებს, 40%-ით მოიმატა. მეტად ხანგრძლივი ვიდეოები კი უფრო მრავალფეროვან ისტორიებს ნიშნავს თქვენს რჩეულ სოციალურ ქსელებში.
iOS-ის მომხმარებლისთვის ჩვენ ვაბრუნებთ ფუნქციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რამდენიმე ვიდეოს ერთ ვიდეოკლიპში გაერთიანება. ეს ფუნქცია iOS-ის მომხმარებლებისთვის უკვე მიმდინარე კვირაში გახდება ხელმისაწვდომი“, - წერენ Instagram-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.