Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის ანგარიში - ნარკომომხმარებელი ქალების უფლებრივი მდგომარეობა

01 აპრილი, 2016 13:32

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ნარკომომხმარებელი ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნარკომომხმარებელი ქალებისთვის ორმაგ ბარიერს წარმოადგენს მკურნალობის ან ზიანის შემცირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა. ამას ემატება მთელი რიგი სისტემური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ტიპის ბარიერები.

„სხვადასხვა კვლევა მიუთითებს, რომ ქალების გადაწყვეტილებაზე, მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალება, ძალიან დიდია პარტნიორის ზეგავლენა, ამასთან ხშირად უკავშირდება სიღარიბეს და კომერციულ სექსმომსახურებას. კვლევების მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების 40 000 მომხმარებელთა შორის 10% ქალია,თუმცა პრობლემას წარმოადგენს ზუსტი სტატისტიკური მონაცემების არსებობა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია საზოგადოებრივ სტიგმასთან. ქალებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის ფაქტორიც, რადგან ხშირია ნარკომომხმარებელი დედისთვის ბავშვზე მეურვეობის უფლების ჩამორთმევის სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენება. ეს ფაქტორი კი აიძულებს ნარკომომხმარებელ ქალებს უარი თქვან სხვადასხვა სერვისის მიღებაზე და თავი შეიკავონ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისგან იმ შემთხვევაშიც, როდესაც განიცდიან ძალადობას პარტნიორის მხრიდან", - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, საგანგაშოა მონაცემი, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ქალების დაახლოებით 80% ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ჯგუფს მიეკუთვნება. აღნიშნულის გათვალისწინებით კი პრობლემას წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მათი განთავსება, რადგან თავშესაფარი ვერ უზრუნველყოფს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდებას.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაბრკოლებას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ორმაგი სტანდარტი ნარკოდამოკიდებული ქალებისა და კაცების შესახებ, რომლის მიხედვითაც კაცების შემთხვევაში დიდია ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა. ნარკომომხმარებელი ქალები კი სრულიად დაუცველნი და სტიგმატიზებულნი არიან ოჯახებისა და ზოგადად, საზოგადოებისგან.

„აღნიშნული გამოწვევების ფონზე, პრობლემას წარმოადგენს, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია არ ითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს და არსებული პროგრამები არ პასუხობს ქალთა საჭიროებებს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოქმედებს მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა. იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი საპატიმროში მოხვედრამდე ჩართული იყო აღნიშნულ პროგრამაში, იგი გაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ასრულებს ამ პროგრამას. სხვა შემთხვევაში პაციენტს ხვდება ნარკოლოგი და ადგილზე უნიშნავს მკურნალობას. გამწვავების შემთხვევაში კი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გაჰყავთ", - ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2014 წელს საქართველომ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს მე-4 და მე–5 გაერთიანებული ანგარიში წარუდგინა, რომელიც კომიტეტმა 58–ე სესიის ფარგლებში განიხილა. კომიტეტმა დასკვნით რეკომენდაციებში შეშფოთება გამოთქვა, რომ არ არსებობს გენდერულ საჭიროებებზე მორგებული სამკურნალო სერვისები, რომელიც ორიენტირებული იქნება ზიანის შემცირებაზე და მეტად ხელმისაწვდომს გახდის მას ქალებისთვის. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის 24-ე ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც ეხება მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ქალებისთვის, მოუწოდებს სახელმწიფოს ჩაატაროს ეროვნული მასშტაბის კვლევა, რათა შემდგომი სტრატეგიული დოკუმენტების შესადგენად დადგინდეს ნარკომომხმარებელი, მათ შორის ორსული ქალების რაოდენობა. ამასთან, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გენდერულად მგრძნობიარე მკურნალობის სერვისები, ზიანის შესამცირებლად, მათ შორის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, საჭიროა „ნარკომომხმარებელი ქალების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით  შემუშავდეს და დაინერგოს გენდერულ საჭიროებებზე მორგებული სამკურნალო სერვისები, რომელიც ორიენტირებული იქნება ზიანის შემცირებაზე და გაზრდის ქალთა ხელმისაწვდომობას განხორციელდეს ეროვნული კვლევა და დადგინდეს ნარკომომხმარებელ ქალთა რაოდენობა, მათ შორის დადგინდეს რამდენი ქალი საჭიროებს მკურნალობას, ასევე ზიანის შემცირების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს  გაითვალისწინოს გენდერული ასპექტები და ქალთა საჭიროებები ნარკომანიის· წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიაში".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^