Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დატოვებს თუ არა „ეროვნული ფორუმი“ საპარლამენტო უმრავლესობას, დღეს გახდება ცნობილი

04 აპრილი, 2016 11:06

პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“ რიგგარეშე ყრილობაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კი „ეროვნული ფორუმი“ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე განაცხადებენ. 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან თქვა, კოალიციის დატოვების შემთხვევაში, ის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც დატოვებს.

სანიკიძისვე თქმით, კოალიცია, ფაქტობრივად, უკვე მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

როგორც 31 მარტს გახდა ცნობილი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ რეჟიმში ემზადება.

„ამით ჩვენ ვწყვეტთ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას კოალიციურ ფორმატში საარჩევნო სტრუქტურების შექმნაზე და მივმართავთ მას პარტიის საარჩევნო პრიორიტეტებისკენ", - აცხადებენ პარტიაში.

„რეპუბლიკური პარტიის" ამ განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნებაც" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^