
ბიძინა ივანიშვილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ კომპანიას ფლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრობის დროს დეკლარაციაში არ წარუდგენია - საგამოძიებო ჟურნალისტების ქსელმა დაფარული მონაცემები გაასაჯაროვა, რომელიც Panama Papers-ის სახელითაა ცნობილი და მსოფლიო მასშტაბით მრავალი ადამიანის დაფარული ქონების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
The Guardian-ის ინფორმაციით, ივანიშვილის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველაფერი კანონის დაცვით გაკეთდა.
„2011-2012 წლებში პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს კომპანია არ აინტერესებდა, შესაბამისად, არ იყო მისი დეკლარაციაში ჩაწერის საჭიროება" - ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი.