Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეროვნულმა ფორუმმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

04 აპრილი, 2016 12:22

ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი", რომელშიც 6 დეპუტატია გაერთიანებული, საპარლამენტო უმრავლესობიდან გავიდა, - ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამავე დროს, „ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური მდივანი გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას ტოვებს.

გუბაზ სანიკიძის თქმით, მასთან ერთად თანამდებობებს ტოვებენ შესაბამის კომიტეტებში მოადგილეებად მყოფი „ეროვნული ფორუმის“ წევრები: შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია„ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარემ, კახა შარტავამ განაცხადა, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, არჩევნებისთვისთვის პოლიტიკური მზადების ხელმძღვანელობა მას დაევალა, ამასთან პარტიის საპარლამენტო სიის სათავეშიც ის იქნება.

„ჩვენი დამოუკიდებლობა რა თქმა უნდა იქნება, მაღალი, მაგრამ ამით ხელი არ შეეშლება მთავრობისა და უმრავლესობის მუშაობას, ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული, იმ რეფორმების გატარებასთან, რომელიც  ერთაინი კოალიციური პროგრამის შემადგენელი ნაწილი იყო, ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება უმრავლესობას“, - განაცხადა შარტავამ.

3 აპრილს კი პარტიამ, რიგგარეშე ყრილობაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეროვნული ფორუმი" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას. 

„ეროვნული ფორუმის" გასვლამდე საპარლამენტო უმრავლესობაში 87 დეპუტატი იყო გაერთიანებული. „ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიცია პარლამენტში 81 წევრით უმრავლესობას ინარჩუნებს (საპარლამენტო უმრავლესობისთვის 76 დეპუტატია საჭირო).

როგორც 31 მარტს გახდა ცნობილი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ რეჟიმში ემზადება.

„ამით ჩვენ ვწყვეტთ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას კოალიციურ ფორმატში საარჩევნო სტრუქტურების შექმნაზე და მივმართავთ მას პარტიის საარჩევნო პრიორიტეტებისკენ", - აცხადებენ პარტიაში.

„რეპუბლიკური პარტიის" ამ განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოც" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^