Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სილქნეტი მომხმარებელს 4G LTE ინტერნეტის უფასო აქტივაციას სთავაზობს

05 აპრილი, 2016 13:25

სილქნეტის ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი 4G LTE ინტერნეტის აქტივაციისას, ახალი აბონენტები სპეციალური პირობებით სარგებლობენ. 27 აპრილამდე დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც  პაკეტს „სილვერს“ (თვეში 28 ლარი) ან „პლატინუმს“ (თვეში 38 ლარი) აირჩევს, დროებით სარგებლობაში, უფასოდ გადაეცემა WiFi  ან USB მოდემი.

სილქნეტის 4G LTE სახლის უკაბელო ინტერნეტია, რომლიც ინსტალაციას არ საჭიროებს და მისი  მხოლოდ დენის წყაროზე მიერთებაა საჭირო. აღნიშნული ტექნოლოგიის ინტერნეტით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს უამრავ ვებ-გვერდს,  უყუროს ფილმებს, ისარგებლოს ელ-ფოსტით, Skype-ით, Facebook-ით და სხვა სოციალური ქსელებით, ატვირთოს/ჩამოტვირთოს ფოტოები.

არჩევანის გაადვილების მიზნით,  „სილქნეტის“ ვებ-გვერდზე შექმნილია 4G LTE ინტერნეტ კალკულატორი, რაც ეხმარება აბონენტს გამოთვალოს სავარაუდო ინტერნეტ ტრაფიკი და ისე შეარჩიოს პაკეტი. 

ამჟამად, თბილისის 25 ზონის გარდა, სილქნეტის 4G LTE უახლესი ტექნოლოგიის სწრაფი ინტერნეტით სარგებლობს: მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, სამეგრელოს, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა-ქართლის, ქვემო ქართლის 60-ზე მეტი სოფელი. 

2016 წლის იანვრიდან დღემდე ჩაირთო:

  • ქვემო ქართლში: ყიზილაჯლო, კესალო, ნაზარლო, ფარისი, თამარისი;
  • აჭარაში: ციხისძირი.კახეთში: ქვემო ქედი, არხილოსკალო, ზემო ქედი. 
  • სამეგრელოს სოფლების ნუსხას დაემატა: საქირიო, ძველი სენაკი, ზედა და ქვედა სორტა, ნაჯავახო;
  • ასევე სილქნეტის 4G LTE ინტერნეტი ხელმისაწვდომია სადახლოსა და მეჯვრისხევის დასახლებულ პუნქტებში.

ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კომპანიას, უმოკლეს ვადაში, გაზარდოს რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობის წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან.

სულ ახლახანს სილქნეტის 4G LTE სერვისს ახალი ფუნქცია დაემატა - ამავე მოდემზე სატელეფონო კავშირის გააქტიურება გახდა შესაძლებელი. ქალაქის ნომრის შერჩევა მიმდინარეობს სერვის ცენტრში ვიზიტით ან ცხელი ხაზის 2 100 100 საშუალებით. Silver ან  Platinum პაკეტის მომხმარებელი სატელეფონო სერვისზე სააბონენტო მომსახურების საფასურს არ იხდის და უფასოდ საუბრობს საქართველოს მასშტაბით სილქნეტის ყველაზე დიდ ქსელში - თბილისსა და რეგიონებში.

აბონენტებს  შეუძლიათ არჩევანი  არსებულ სამ პაკეტს შორის გააკეთონ, თუმცა აქციაში მონაწილეობს ორი პაკეტი -  Silver 80 გბ-მდე და  Platinum - 100 გბ-მდე გაზრდილი ინტერნეტ მოცულობით. გამარტივებულია მოცულობის დამატების  პროცესი. სმს-ის მეშვეობით, 5 ლარად 10 გბ მიღებაა შესაძლებელი ოპერატიულად. 

მოქმედებს მოწყობილობის ადგილზე მიტანის სერვისი - კომპანიის წარმომადგენლები და გაყიდვების აგენტები მოდემის ტესტირებას ახდენენ მომხმარებელის ბინაზე ან ოფისში.

აქცია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე.  მომხმარებლები ამ პირობით 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^