Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელნაკეთი ვისკის - Balvenie-ს ბრენდ-ამბასადორი ვისკის წარმოების პროცესებზე

06 აპრილი, 2016 18:31

ჩვენ რეალობაში ვისკი დაახლოებით 26 წელია, რაც აქტუალურია და ამ სასმელის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მაგალითად, ალბათ არასოდეს გსმენიათ, რომ ფრანგები ყოველთვიურად იმდენივე შოტლანდიურ ვისკის მოიხმარენ, რამდენ კონიაკსაც 1 წელიწადში სვამენ. და საერთოდ, იცით რა არის ვისკი?

GD Alco მომხმარებლების და B2B პარტნიორებისთვის, ხარისხიანი სასმელების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ხშირად სხვადასხვა ბრენდის შესახებ პრეზენტაციებს და ტრენინგებს ატარებს. კომპანიამ მარტში თბილისში შოტლანდიური ვისკის — Balvenie-ს ბრენდ-ამბასადორი — დიმიტრი ჩერკაშინი მოიწვია, რომელმაც აუდიტორიას ვისკის შესახებ საინტერესო ფაქტები გააცნო:

პრეზენტაცია მარტივი კითხვით დაიწყო: „იცით თუ არა, რა არის ვისკი?“

სტუმრების უმრავლესობის პასუხი იყო: „მუქი შეფერილობის, ქერის ალაოს ბაზაზე დამზადებული, ძლიერი გრადუსის მქონე ალკოჰოლური სასმელი“, — რომელიც როგორც ვისკის, იმავე წარმატებით ბურბონის და კონიაკის მახასიათებელიცაა.

ჩერკაშინმა განმარტა, რომ სასმელს „ვისკი“ იმ შემთხვევაში ეწოდება, თუ გრადუსი 40 და მეტი აქვს, საბაზისო მასალა მარცვლეული კულტურები — ქერის, სიმინდის ან ხორბლის ალაოებია და თუ საბოლოოდ მიღებული სპირტიანი სასმელი დასაძველებლად კასრში მოათავსეს. ამასთანავე, მოცემული პროდუქტი სტატუს „შოტლანდიურს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ატარებს, როდესაც სასმელის დისტილაცია ან კასრში დაძველება უშუალოდ შოტლანდიის ტერიტორიაზე ხდება.

რა განსხვავებაა ვისკის ყველაზე გავრცელებულ სახეობებს — single malt-სა და blend malt-ს შორის?

სიტყვა single-ი აღნიშნავს, რომ ვისკი დამზადების ყველა სტადიას ერთ ქარხანაში გადის, და როგორც წესი, იმავე ქარხნის სახელწოდება ენიჭება. მაგალითად, Balvenie, Glenmorangie და Glenfiddich-ი ანალოგიური სახელწოდების მქონე ქარხნებშია დამზადებული. malt-ი კი იმის აღმნიშვნელია, რომ სასმელის შემადგენლობაში ქერის ალაოს გარდა სხვა ნედლეული არ შედის. ქერის ალაო ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია და მის ბაზაზე ვისკის მიღება მხოლოდ დისტილაციის პროცესითაა შესაძლებელი, რაც გრძელვადიანი და საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ძალიან გავს არყის ხდას.

დამზადების მსგავსი ეტაპების გამო, ზოგიერთი ვისკის თვითნახად არაყთან აიგივებს, თუმცა ეს მოსაზრება სიმართლეს მხოლოდ 5 %-ით შეესაბამება, რადგან თვითნახადი არყის მეთოდით მსოფლიოში მხოლოდ 2 პროდუქტი — single malt-ვისკი და ფრანგული კონიაკი მზადდება. single malt-ს შოტლანდიაში 80-100 ქარხანა აწარმოებს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით — როგორც წესი, ქარხნების მიერ წარმოებული single malt-ის სახეობის ვისკი მათი მთლიანი ნაწარმის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.

რა არის Single Grain-ი?

შოტლანდიაში კიდევ 6 ქარხანაა, რომლებიც სხვა ტიპის ვისკის — single grain-ს გვთავაზობენ. single-ი ამ შემთხვევაშიც იმის მიმანიშნებელია, რომ სასმელი მხოლოდ ერთ ქარხანაშია დამზადებული, grain-ი კი მარცვლეულს ნიშნავს. single grain-ი single malt-ისგან იმით განსხვავდება, რომ არა დისტილაციის, არამედ რექტიფიკაციის მეთოდითაა გამოხდილი. ამ მეთოდით ჩვეულებრივი არყის და სხვა ალკოჰოლური სასმელების გამოხდა ხდება. ჩათვალეთ, რომ single grain-ი იგივე არყის სპირტია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მუხის კასრებშია დაძველებული. წარმოიდგინეთ, single grain-ის მწარმოებელი ზემოთ ნახსენები 6 ქარხანა მსოფლიოში ყველაზე მეტ ვისკის აწარმოებს და ალბათ გაგიკვირდათ კიდეც, რომ ეს დასახელება ვისკის ეტიკეტზე არასოდეს შეგიმჩნევიათ. საქმე იმაშია, რომ single grain-ი blend-ების დასამზადებლად გამოიყენება — ყველასთვის კარგად ნაცნობი Grant’s-ი, Chivas Regal-ი, Johnnie Walker-ი თუ Ballantines-ი სწორედ single grain-ს შეიცავს, რომელსაც არომატისთვის, მცირე რაოდენობით, single malt-ი აქვს დამატებული. სწორედ ამიტომ განსხვავდება საგრძნობლად single malt-ისა და blend malt-ის გემო.

რა არის Blend Malt-ი?

მცირე რაოდენობით ვისკის კიდევ ერთ კატეგორიას — blend malt-საც ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ სასმელი სხვადასხვა ქარხანაში, ქერის ალაოს ბაზაზე, დისტილაციის მეთოდითაა დამზადებული, ანუ რამდენიმე სახეობის single malt-ის ნაზავს წარმოადგენს. მაგალითად, Monkey Shoulder-ი Glenfiddich-სა და Balvenie-ს შეიცავს.

რა მასალით მზადდება შედარებით იაფფასიანი ვისკი?

იაფფასიანი ვისკის ბაზა single grain-ი — იგივე არყის სპირტია, რომელიც მუხის კასრებში დააძველეს და არომატისთვის 2-3 წვეთი 3-წლიანი single malt-ი დაუმატეს. ამიტომაც, შეიძლება დავასკვნათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასიანი პროდუქტზე ვსაუბრობთ, შოტლანდიური ვისკი მსოფლიოში ყველაზე რეგალმენტირებული სასმელია: მის წარმოების პროცესებს ვისკის მწარმოებელთა შოტლანდიური ასოციაცია არეგულირებს და კანონები ყოველწლიურად მკაცრდება. ასოციაციის წესების მიხედვით, ვისკის შემადგენლობაში დანამატების არსებობა დაუშვებელია, ფრანგული კონიაკის წარმოებაში კი ბოთლში 15%-მდე დანამატი დასაშვებია.

რას აღნიშნავს ვისკის ბოთლზე გამოსახული დაძველების თარიღი?

მაგალითად, Balvenie Double Wood-ის ბოთლზე წარწერა „12“ იმის მიმანიშნებელია, რომ ვისკი მინიმუმ 12 წლის განმავლობაში დასაძველებლად შოტლანდიის ტერიტორიაზე, მუხის კასრებში, არაუმეტეს 700 ლიტრის შემცველბოთ იყო მოთავსებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^