Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხვალიდან შესაძლოა, მეტროს მემანქანეები გაიფიცონ და მეტრო გაჩერდეს

07 აპრილი, 2016 14:16

8 აპრილს შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენი გაიფიცოს და მეტრომ მუშაობა შეწყვიტოს. მეტროპოლიტენის მატარებლების მემანქანეებს კომპანიის ადმინისტრაციის მიმართ სამი მოთხოვნა აქვთ.
მათ სურთ, რომ კომპანიამ 2017 წლის ბიუჯეტში ხელფასის 20%იანი ზრდა გაითვალისწინოს. რაც ნიშნავს იმას, რომ ხელფასის გაზრდას მიმდინარე წელს არ ითხოვენ. 
ასევე, ითხოვენ რომ ღამის საათებში მუშაობა ორმაგად ანაზღაურდეს. მესამე მოთხოვნა წელთანამსახურევის(ერთჯერადი ჩასარიცხი) დანიშნვას ეხება. 


ზაზა ბარბაქაძე მეტროპოლიტენის მემანქანეა. ამბობს, დამსაქმებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები სრულიად ლეგიტიმურია, რადგან მემანქანეებს მძიმე და საშიშ პირობებში უწევთ მუშაობა, შედეგად კი, არ აქვთ ადეკვატური ანაზღაურება და შრომის პირობები.
მემანქანეების წარმომადგენლები 6 აპრილს დამსაქმებელს შეხვდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა ღამის საათების ანაზღაურების გაორმაგებაზე მემანქანეებს უარი უთხრეს, ხელფასის 20%იან გაზრდას კი დაპირდნენ(მოქმედი სისტემით ღამეში 8 ლარს უხდიან მემანქანეებს).


ზაზა ბარბაქაძის განმარტებით, დამსაქმებელთან მოლაპარაკებები  ჯერ ვერ შედგა. დღეს ისევ ხვდებიან დამსაქმებელს და მათი თქმით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ გაიფიცებიან თუ არა ხვალ მეტროს მემანქანეები. 

"ჩვენ მედიაციის მიზნით 1 მარტს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, რატომღაც მედიატორი ორი კვირის დაგვიანებით ჩაერთო პროცესებში და ისიც უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ, თუ დამსაქმებელი ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ხვალიდან უკიდურეს ზომებს მივმართავთ, წინასწარ ვუხდით თბილისის მოსახლეობას ბოდიშს, მაგრამ მეტრო გაჩერდება".


გაფიცვასთან დაკავშრებით მატარებლების  მემანქანეთა  დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის("ერთობა 2013"), წარმომადგენელმა, კახაბერ ქვრივიშვილმა 6 აპრილს მემანქანეთა სახელით განცხადება გაავრცელა, რომელსაც “ლიბერალი” უცვლელად გთავაზობთ:
“პირველ რიგში, ბოდიშს ვიხდით იმ შექმნილი პრობლემის გამო, რაც შეიძლება მეტროპოლიტენის გაჩერებას მოჰყვეს, მაგრამ ამ ყველაფერში ჩვენი ბრალეულობა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ვცდილობთ, საკუთარი შრომის უფლებების და აზრის გამოხატვის უფლების დაცვას.

5 აპრილს სატრანსპორტო კომპანიის საიტზე დაიდო მემანქანეთა ხელფასები, რაც ერთმნიშნელოვნად პროვოკაციული ქმედებაა. ეს თანხები მინიმუმ 30% –იანი ცდომილებით იქნა გამოქვეყნებული. ხაზის მემანქანის  ანაზღაურება ხდება ნამუშევარი  სათების მიხედვით და შეადგენს 6,92 ლარს საათში(დაბეგვრის გარეშე). თვეში მუშა საათების რაოდენობაა 144 - დან 150 - საათამდე, დანარჩენი უბრალო არითმეტიკაა 150*6,92=1038 ლარი, ამას დამატებული 56 ლარი მძიმე, მავნე და სიცოცხლისათვისსაშიშ პირობებში მუშაობისა +8 ლარი ღამის გათევის სამსახურებრივი ვალდებულებისათვის და ყოველთვიური მეცადინეობის დანამატი 16 ლარი(ეს ყველაფერი 2013 წელში წინა დამსაქმებელთან ჩვენი აქტიურობის შედეგადაა მიღწეული. დავიბრუნეთ 2006 წელს უკანონოდ გაუქმებული დანამატების მცირე ოდენობა, გავაუქმეთ საპრემიო ფონდი, რაც მთლიანად თითზე ჩამოსათვლელ პიროვნებებს ერგებოდათ, შევქმენით მეცამეტე ხელფასის და სააღდგომო დანამატის პრეცენდენტი, ვიყავით აქტიურები და დღესაც ასე ვრჩებით საკანონმდებლო დონეზე შრომის კოდექსის განხილვის დროს.

ეს ყველაფერი არის 2013 წელს მიღწეული წინა დამსაქმებელთან.  ადგილობრივი არჩევნების მერე დამსაქმებელი შეგვეცვალა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით თბილისის მერიასთან და კომპანიის ხელმძღვანელებთან, მაგრამ ბოლო წელიწადნახევარი უშედეგოდ.  რაც იმაში გამოიხატება, რომ ცამეტპუნქტიანი, პირობამოცემული საკითხები, რომლეშიც დღევანდელი მოთხოვნებიც იყო, 2015 წლის 30 აპრილამდე უნდა გადაწყვეტილიყო, რაც არ შესრულდა.

სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი პროტესტი. ჩვენ, მემანქანეები საათში 6.92 ლარად, დღის განმავლობაში 300 000 მგზავრს ვემსახურებით. მე ისეთ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორიცაა მთელი დღე მიწისქვეშ გატარება, დღის და ღამის ეფექტი, რომელიც მხედველობას ანადგურებს, ელექტრული ველის ზემოქმედება, ვიბრაცია, ხმაური, რადიაციული ფონი(მობილური ოპერატორების გა დამცემები), რკინის მტვერი, სიბნელე, პროფესიული დაავადებები, რისგანაც მემანქანეთა 40% საპენსიო ასაკამდე იღუპება, საწარმო შემთხვევები, რომლებიც ჯანმრთელობის დაზიანებით დასრულდა, სუიციდის ფაქტები, რაც ძალიან მძიმედ აისახება მემანქანის ჯანმრთელობაზე, ყოველდღიური კომისიები და მზადყოფნა მუშაობისთვის, ყოველთვიური სწავლა და გამოცდები, უდიდესი ყურადღების მობილიზება და პასუხისმგებლობა და ბოლოს, მარტო ყოფნა გვირაბის სიღრმეში, როცა ყველაფერზე პასუხს აგებ, მათ შორის მოძველებულ მატარებელზე და მგზავრებზე. ადვილია ლაპარაკი აღებულ ფულზე და არა იმაზე, თუ რის ფასად არის ნაშოვნი. აქვე მოვუწოდებთ თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიის მაღალჩინოსნებს, როგორც ჩვენი ხელფასები გაასაჯაროეს(ცდომილებით), გაასაჯაროონ თავიანთი ხელფასები, პრემიები, დანამატები, დაზღვევები, სატრანსპორტო საშუალებები და საწვავი,მივლინებების ხარჯები და მათი შედეგები და ამ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეების მარგი ქმედების კოეფიციენტი.


დღევანდელ კოლაფსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას 100%–ით ვაკისრებთ ქალაქ თბილისის მერიას და სატრანპორტო კომპანიის მესვეურებს. მათ მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადება თებერვლის თვეში წელთანამსახურევის სარგებლის ჩარიცხვის თაობაზე უფრო მეტად იმოქმედა ჩვენს ისედაც მძიმე სოციალურ ფონზე.

ამიტომ, ვითხოვთ: ხელფასის კორექციას; წელთანამსახურევი(ერთჯერადად ჩასარიცხი)დანიშვნას, და ღამის საათის განსხვავებულად ანაზრაურებას.
ჩვენი მოთხოვნები არის აპოლიტიკური და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული”, - წერია “ერთობა2013”-ის განცხადებაში.

5 აპრილს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” ხელფასის გაზრდის შესახებ მეტროს მემანქანეთა მოთხოვნას კომპანია გამოეხმაურა. განცხადებაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს, მემანქანეების საშუალო ხელფასებია წარმოდგენილი:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აქვე წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების საშუალო ხელფასებს:

დეპოს მორიგე – 1 455 ლარი;

დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწე – 981 ლარი;

დეპოს მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი;

მემანქანე ინსტრუქტორი – 1 986 ლარი;

ხაზის მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი;

ხაზის მემანქანე – 1 731 ლარი;

ხაზის მემანქანის თანაშემწე – 1 096 ლარი;

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ასევე გაფორმებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულება საწარმოში დასაქმებულთა გაერთიანებებთან (პროფესიულ კავშირებთან), რომელიც მიზნად ისახავს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პარტნიორობის პრინციპის დანერგვას.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაერთიანებების წევრებს კომპანია დამატებით უნაზღაურებს ერთჯერად ხარჯებს:

დაოჯახების შემთხვევაში – 250 – 400 ლარი + დამატებით 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;

დასაქმებულ ქალთათვის ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 375 – 700 ლარი + დამატებით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება;

ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში – 250 -375 ლარი + დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;

თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში – 1000 ლარიანი დახმარება ოჯახს;

კომპანიის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო მგზავრობით (მეტრო, ავტობუსი) და კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით.”

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ამავე განცხადებაში განმარტა, რომ მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის საკითხი არ განიხილება.

“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6000-მდე თანამშრომელი, რომელთა საერთო სახელფასო განაკვეთი შეადგენს კომპანიის საერთო შემოსავლების 65%-ს. აქედან გამომდინარე კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის (მემანქანეები) ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში, შესაბამისად ხელფასის მატება ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია”, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^