Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია პარლამენტს: სექსუალური შევიწროება უნდა გახდეს დასჯადი ქმედება

08 აპრილი, 2016 13:52

„საიას მიაჩნია, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება არის ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმა, რაც ქალებს აყენებს მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებასა და შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებას“, - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების თაობაზე.

„გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი განმარტავს დასაქმების ადგილზე სექსუალურ შევიწროებას, თუმცა, მას არ განსაზღვრავს დასჯად ქმედებად. კანონის თანახმად, დაუშვებელია შრომით ურთიერთობებში სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერიარასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევარომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელიმტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნასშრომითი ურთიერთობის გარეთ ასეთ ქმედებას კანონი სრულებით არ განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონი აღსრულების მექანიზმებს არ მოიცავს და ქმედებას არც სხვა საკანომდებლო აქტები არეგულირებს - რაც ნიშნავს იმას, რომ პირს, რომელიც სექსუალურ შევიწროებას სჩადის, არც ადმინისტრაციულსამართლებრივი და არც სისხლისსამართლებრივი სანქცია არ ეკისრება.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აქტები  სექსუალურ შევიწროებას მიიჩნევს, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმას საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამგვარ დებულებას არ ცნობს. შესაბამისად, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას სექსუალური შევიწროების ჩამდენ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა.

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია პირებისთვის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას სჩადიან.  ქმედება უნდა ისჯებოდეს მიუხედავად იმისა, შევიწროება სამუშაო ადგილას ხდება თუ მის გარეთ.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლები შესაძლოა გახდნენ როგორც ქალები, ასევე  მამაკაცები. ამის მიუხედავად, სექსუალური შევიწროება არის გენდერული დანაშაული - მის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები, ხოლო დამნაშავეებს მამაკაცები წარმოადგენენ. სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სასჯელს არ ითვალისწინებს და, ამასთანავე, ამგვარ შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმას, დამნაშავეები  სრულებით დაუსჯელი, ხოლო ამგვარი ქმედებები გამოვლენის გარეშე რჩება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს, უსწრაფეს ვადებში მოახდინოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და კონვენციის მოთხოვნების თანახმად სექსუალური შევიწროება გახადოს დასჯადი ქმედება. ამგვარი მუხლის ძალაში შესვლამდე სასამართლომ მიიჩნიოს სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^