ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დაკავებულ მშობელს, თამარ იარაჯულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თამარ იარაჯულის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი დაიცავს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებმა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ბაღების სააგენტოს ოფისთან გზის გადაკეტვა სცადეს, რის გამოც დააკავეს თამარ იარაჯული.