Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 9 აპრილს დაზარალებულთა ოჯახებისთვის 54 300 ლარი გამოიყო

09 აპრილი, 2016 15:49

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ოჯახებისა და დაზარალებულების დასახმარებლად 54 300 ლარი გამოიყო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივით,  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაღუპულთა ოჯახებს და თითოეულ დაზარალებულს მოხმარდება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისთვის, რომ 2 წლის შემდეგ საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი.

ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ დამოუკიდებლობიდან და ახლა მივდივართ თავისუფლებისაკენ.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და აგრეთვე დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^