სამი კადრის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ შვიდი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, მაშინ როცა ქვეყანაში არსებობს 26 000 კადრი და ამასთან დაკავშირებით არავის პასუხიმგებლობის საკითხი არ დამდგარა, - ამის შესახებ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა ეკა გიგაურმა პარლამენტში, „ეროვნული ფორუმის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიგაურმა აღნიშნა, „ეს შენ გეხებაში” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე სამი წელია ითხოვენ, რომ პროკურატურამ გამოიძიოს და დაადგინოს, ვინ იდგა ამ 26 000 კადრის უკან.
„სამი წელია პროკურატურა აბსოლუტურად უმოქმედოა და არაეფექტურია ამ მიმართულებით და ზუსტად ამიტომ, რაღაც პერიოდში, ჩვენ ვთქვით, რომ დღევანდელი პროკურორი ამ ამოცანას ვერ შეასრულებს. სამი კადრის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ შვიდი ადამიანის პასუხიმგებლობის საკითხი დამდგარიყო, მაშინ როცა ქვეყანაში არსებობს 26 000 კადრი და ამასთან დაკავშირებით არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.