Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI-ის კვლევა: „ქართულ ოცნება" 15%, „ნაციონალური მოძრაობა" - 13%

13 აპრილი, 2016 11:19

NDI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ყველა რესპონდენტის პასუხის მიხედვით, მოსახლეობის 15% კოალიცია „ქართულ ოცნებას" ასახელებს, შემდეგ მოდის „ნაციონალური მოძრაობა" - 13%; თავისუფალი დემოკრატები - 6%; მოსახლეობის 36%-მა არ იცის, თუ ვის მისცემს ხმას.

რაც შეეხება მხოლოდ იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა, კოალიცია „ქართულ ოცნებას" 29% მისცემდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობას" კი - 27%.

NDI-ის გამოკითხვა  2016  წლის  23  თებერვლიდან   4  მარტის   პერიოდში,  საქართველოს მასშტაბით  3,900 პირისპირ ინტერვიუს  წარმომადგენლობითი  შერჩევის  საფუძველზე,  ქვეყნის ქართულ,  სომხურ  და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^