NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15%-ს ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ბაქრაძე მოსწონს; 7%-ს - ირაკლი ალასანია, 6%-ს - შალვა ნათელაშვილი; 5%-ს - გიორგი კვირიკაშვილი, 3-3%-ს კი - დავით სერგეენკო და ნინო ბურჯანაძე.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 4%-ს ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილი, 3-3%-ს კი ეკა ბესელია, გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე.
NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან 4 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.