Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"არა ქალების დისკრიმინაციას სამსახურებში" - აქცია გენდერული ნიშნით შევიწროებული ქალის დასაცავად

14 აპრილი, 2016 19:33

“თბილისის სოლიდარობის ქსელს” რამდენიმე კვირის წინ სექსუალური შევიწროვების სავარაუდო მსხვერპლმა ქალმა მიმართა, რომელიც ამბობს, რომ დამსაქმებლის მხრიდან სქესის ნიშნით დისკრიმინაციას განიცდიდა და უფროსმა სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

ამასთან დაკავშირებით დღეს, სამედიცინო უნივერსიტეტის წინ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლებმა და ქალის ადვოკატმა, ინგა არახამიამ საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

კერძოდ, საუბარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორზე, რომელიც სავარაუდო მსხვერპლი ქალის თქმით, მის მიმართ რამდენიმე თვის განმავლობაში გენდერული ნიშნით ძალადობდა. 5 თებერვალს კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უკანონოდ, დისკრიმინაციული მოტივით იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული, ჩვენ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, რომელმაც სარჩელი წარმოებაში მიიღო, მოვითხოვთ ქალის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, გასული თვეების ხელფასის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას”, - აცხადებს ადვოკატი, ინგა არახამია.

“სოლიდარობის ქსელმა” განცხადებით მიმართა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიასაც.

რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ეთიკის კომისია, რომელიც 18 აპრილს 17 საათზე გამართავს სხდომას და კლინიკის გენერალური დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხს განიხილავს.

“იმედია, უნივერსიტეტში შექმნილი კომისია ობიექტურ გადაწვეტილებას მიიღებს, რადგან, არ შეიძლება, პირი ხელმძღვანელობდეს კლინიკას, რომელიც ქალზე სქესის ნიშნით ძაოადობდა. ესაა დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის ძალიან გავრცელებული ფორმა, თუმცა ხშირად ქალები ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ. რეალურად კი, ასეთი სახის ძალადობამ შესაძლოა ქალს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს”, - ამბობს ინგა არახამია.

“სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლის, რევაზ კარანაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში შეტანილია სარჩელი და უნივერსიტეტმაც საგამოძიებო ეთიკის კომისია შექმნა, აღსანიშნავია, რომ დღემდე “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლებსა და სავარაუდო მსხვერპლ ქალს ანონიმური პირები ურეკავენ და სთხოვენ, რომ ამ დისკრიმინაციის შემთხვევაზე ხმამაღლა არ ისაუბრონ:

”დღეს ძალიან ბევრი ქალი განიცდის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, უნივერსიტეტში შექმნილმა კომისიამ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გენერალური დირქტორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს”, - ამბობს რევაზ კარანაძე.

სავარაუდო მსხვერპლი ქალი “ლიბერალთან” საუბრისას ამბობს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, გარკვეული პერიოდი უფროსის მხრიდან სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ატანა უწევდა:

“დედა საზღვარგარეთ მყავს, თბილისში ავადმყოფ მამასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. ამიტომ, რამდენიმე თვე ხმას არ ვიღებდი, სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა. უფროსი ჩემზე გენდერული ნიშნით რამდენიმე თვის განმავლოვაში ძალადობდა. 5 თებერვალს კი დამიბარა და მითხრა, სამსახურიდან უნდა წახვიდეო. იმ ღამეს განცხადება დავწერე, თუმცა შაბათ-კვირა იყო და კანცელარიაში არ ჩამიბარებია. ორშაბათსვე გამოვართვი ჩემს თანამშრომელს, თუმცა დამაბრალეს, რომ ეს განცხადება კლინიკის ოთახიდან მოვიპარე. საბოლოოდ კი, უფროსმა თავისივე განცხადების საფუძველზე გამომიშვა და დამაბრალა, რომ  სამსახურში არ დავდიოდი. სასამართლოში უკვე მივიტანე ვიდეომასალები, სადაც კარგად ჩანს, როგორი სიტყვებით მომმართავდა უფროსი სამსახურში”, - ყვება ქალი.

“ლიბერალი” კლინიკის გენერალურ დირექტორს, ირაკლი კოხრეიძეს ესაუბრა. კოხრეიძე ქალზე გენდერული ნიშნით ძალადობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ტყუილია. რაც შეეხება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას, კოხრეიძის თქმით, ამას სასამართლო გამოიკვლევს:”სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ესაა ტყუილი. არ ვიცი რა ვიდეომასალებზეა საუბარი. დაველოდები სასამართლოს გადაწვეტილებას”, - აღნიშნავს გენერალური დირექტორი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^