Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიმართვა ეკა ბესელიას - არ შეუქმნათ ბარიერები მრავალფეროვანი სკოლამდელი აღზრდის პროგრამების ჩამოყალიბებას

15 აპრილი, 2016 0:00
სკოლამდელი განათლების კანონის მიღებასთან დაკავშირებით სკოლამდელი განათლების სპეციალისტები
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარეს ეკა ბესელიას ღია წერილით მიმართავენ. მიმართვის ტექსტს „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უნდა უყაროს საქართველოს კანონს სკოლამდელი განათლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, კანონი არ ითვალისწინებს აღმზრდელთა და ბაგა-ბაღების დირექტორთა გადამზადების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებას და არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს, სკოლამდელი განათლების სისტემის მართვაში, პროფესიონალი და კონკურსის შედაგად შერჩეული კადრები დაასაქმოს, ამ კანონის მიღება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან სკოლამდელი განათლება განათლების სისტემის პირველ და უმნიშვნელოვანეს საფეხურს წარმოადგენს.
ამ წერილის ხელმომწერი პირები აქტიურად ვიყავით ჩართული კანონპროექტის შემუშავების პროცესში და არაერთხელ გამოგვითქვამს ჩვენი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანონი არ უნდა ზღუდავდეს სკოლამდელი განათლების სისტემაში მრავალფეროვანი პროგრამების ჩამოყალიბებას. კერძოდ, კანონი, დაუშვებელია, უზღუდავდეს სკოლამდელ დაწესებულებებს, დასაბუთებული პროგრამული მეთოდოლოგიის შემთხვევაში, ჰქონდეთ შერეული ჯგუფები სხვა და სხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისათვის.
საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი საბავშვო ბაღი, რომლის ხარისხიც პროფესიონალებს შორის ეჭვს არ იწვევს. ერთ-ერთი ამგვარი ბაღი თბილისის თავისუფალი ვალდორფის ბაღია. ხვალ შესაძლოა თბილისში ან საქართველოს რომელიმე რეგიონში მონტესორის, რეჯიო ემილიას ან ტყის ბაღების დაფუძნების სურვილი გაჩნდეს. მსოფლიო პრაქტიკა და სხვადასხვა კვლევები ადასტურებს ამ პროგრამების დადებით ეფექტს ბავშვების განვითარებაზე. რატომ უნდა ვთქვათ ჩვენ უარი სკოლამდელი განათლების ასეთი, მრავალფეროვანი განვითარების შესაძლებლობაზე?
ჩვენ ვალდებული ვართ, გვესმოდეს, რომ ბავშვისათვის უფრო ბუნებრივი სოციალური გარემოს აკრძალვით, მისი განვითარებისთვის უკეთეს პირობებს ვერ შევქმნით. შესაძლოა, ოპონენტებმა თქვან, რომ ამგვარ ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგს მეტი კომპეტენცია მოეთხოვება, მაგრამ გვერწმუნეთ, რომ არსებულზე ბევრად-ბევრად უფრო მეტი კომპეტენცია მოეთხოვებათ აღმზრდელ-პედაგოგებს ჰომოგენურ ასაკობრივ ჯგუფებშიც. ამისთვის კი, აუცილებელია, აღმზრდელ-პედაგოგთა საქმიანობის დაწყების და პროფესიული განვითარების ეროვნული სისტემის შექმნის გარანტია უზრუნველყოს კანონმა.
შესაბამისად, დაბეჯითებით მოვითხოვთ, არ შეუქმნათ ბარიერები საქართველოში მარავლფეროვანი სკოლამდელი აღზრდის პროგრამების ჩამოყალიბებას და იზრუნოთ დირექტორთა და აღმზრდელ-პედაგოგთა საქმიანობის დაწყების და პროფესიული განვითარების ეროვნული სისტემის შექმნაზე".
ნინო ცინცაძე, PhD - პორტიჯის ადრეული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი
ხათუნა დოლიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სკოლამდელი და
ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
ეთერ ღვინერია, თსუ პროფესორი, საგანმანათლებლო ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელი
ცირა ბარქაია, ფსიქოლოგი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სპეციალისტი
თამარ უჩანეიშვილი, ადრეული განვითრების და სკოლამდელი განათლების სპეციალისტი
თამარ საღინაძე, ფსიქოლოგი, სკოლამდელი განათლების სპეციალისტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^