
კომპანია Microsoft-მა აშშ-ის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კომპანია მოითხოვს უფლებას იმის შესახებ, რომ თუ აშშ-ის მთავრობას თავისი კლიენტების ელექტრონულ ფოსტაზე წვდომის ნებართვას მისცემს, ამის შესახებ კლიენტებს თავად შეატყობინოს.
მომხმარებლების ანგარიშზე წვდომა, მაშინ, როდესაც ისინი ამის შესახებ ინფორმირებულები არ არიან, ქვეყნის კონსცტიტუციას არღვევს.
Microsoft-ის მონაცემებით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მიღებული იყო 5 624 მოთხოვნა. თითქმის ნახევარი მათგანი დაკავშირებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. კომპანია ვალდებულია, კლიენტებს ამის შესახებ არ შეატყობინოს.
Microsoft აღნიშნავს რომ მთავრობა ელექტრონულ კომუნიკაციებზე უფრო მეტ წვდომას მოითხოვს, ვიდრე ფიზიკურ დოკუმენტებზე.
„ხალხი თავის უფლებებს იცავს, როდესაც პირადი ინფორმაცია ელექტრონულ მატარებლებზე გადააქვთ", - ნათქვამია კომპანიის სარჩელში.
თებერვალში ამერიკულმა სასამართლომ კომპანია Apple-ს დააკისრა ვალდებულება, დახმარებოდა გამომძიებლებს, მიეღოთ წვდომა ინფორმაციზე საიდ ფარუკის ტელეფონიდან, რომელმაც კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნანდინოში სროლა ატეხა.
Apple-ი უარს ამბობდა შეესრულებინა სასამართლოს მოთხოვნა. დიდმა ინტერნეტკომპანიებმა, მათ შორის Twitter-მა, AirBnB-მა, Ebay-მა, LinkedIn-ა და Reddit-მა ოფიციალურად მხარი დაუჭირა Apple-ის პოზიციას.
17-მა კომპანიამ შეიმუშავა საერთო ექსპერტული ხედვა, რის შედეგადაც მხარეებმა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესში, მაგრამ დაინტერესებულნი არიან ამ სასამართლო პროცესის შედეგებით, შეეძლებათ თავისი აზრის გამოხატვა.
წყარო: BBC