
ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი ჟაკლინ გალანი გადადგა. ის ოპოზიციამ იმ შეცდომებისათვის გააკრიტიკა, რომელიც ბრიუსელის აეროპორტის უსაფრთხოების დაცვის დროს დაუშვა.
ცოტა ხნით ადრე ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკავშირის საიდუმლო ანგარიში გამოაქვეყნეს და უარყოფითად შეაფასეს უსაფრთხოების სისტემა აეროპორტ „ზავენტემში".
ოპოზიციამ ტრანსპორტის მინისტრი ანგარიშების დამალვაშიც დაადანაშაულა.
22 მარტს ბრიუსელში აფეთქების სერია მოეწყო: აეროპორტ „ზავენტემსა" და მეტროსადგურ „მაალბეკში", რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემალურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.