Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირთა მიერ ავტოპარკირებაზე ომბუდსმენმა სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

18 აპრილი, 2016 11:32

სახალხო დამცველმა თბილისის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ პარკირების სპეციალური სადგომებით სარგებლობის შესახებ საქმის განმხილველ სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სასარჩელო განცხადებით, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ პარკირების სპეციალური სადგომებით სარგებლობაში დისკრიმინაციული ხელშეშლა, რაც არაპროპორციულად ზღუდავს იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების უფლებას, რომელთაც საკუთრებაში არ ჰყავთ ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ომბუდსმენის თქმით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა სახალხო დამცველს ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ და მოქალაქე კ.ნ.-მ. სთხოვეს.

„განმცხადებელები მიუთითებდნენ, რომ თბილისის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ პარკირების სპეციალური სადგომებით სარგებლობაში დისკრიმინაციული ხელშეშლა არაპროპორციულად ზღუდავს იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების უფლებას, რომელთაც საკუთრებაში არ ჰყვათ საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მუნიციპალიტეტების საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, დგომის/გაჩერების წესების რეგულირება, პარკირების ნებართვისა და საშვების გაცემა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არსებული რეგულაციით, შშმ პირთა პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შშმ პირებს, რომელთა მიმართაც გაიცა სპეციალური საცნობი ნიშანი და ის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა. ამასთან, საცნობი ნიშანი შესაძლებელია გაიცეს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორიებზე (ადაპტირებული M2 ან/დაM3 კატეგორიები).

თბილისის ანალოგიური რეგულაციები არის დაწესებული სხვა მუნიციპალიტეტებში: რუსთავი, ბათუმი, ფოთი, გორი, ზუგდიდი, თელავი და სხვა. 

ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება შშმ პირთა საჭიროებებს, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებასა და თავისუფალ განვითარებას, სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში და  ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შშმ პირთა მიზნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ნორმატიული ბაზის შექმნაში.

სახალხო დამცველმა  შეისწავლა და სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ასახა ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში მოქმედი რეგულაციები და დამკვიდრებული პრაქტიკა, მათ შორის: ავსტრალია, ბელგია, დანია, ესტონეთი, ირლანდია, საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, ჰოლანდია და სხვა" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^