Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ijnet: როგორ გამოიძიეს ჟურნალისტებმა Panama Papers?

19 აპრილი, 2016 13:02

როგორ მიაკვლიეს ჟურნალისტებმა Panama Papers-ის სახელით ცნობილ დოკუმენტებს? - ამის შესახებ სტატიას ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელი აქვეყნებს. 

ავტორი აღნიშნავს, რომ ICIJ მუშაობდა ფართომასშტაბიან პროექტზე, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებს ეხებოდა და სურდა, მათ გავრცელებაში Fusion-ის ჟურნალისტებს მიეღოთ მონაწილეობა. იურიდიული ფირმა Mossack Fonseca-დან  გავრცელდა მილიონობით იმეილი და დოკუმენტი, რომლებმაც ცნობილი ადამიანები ამხილეს. 

პროექტს შეუერთდა 100-მდე „ნიუსრუმის“ 300-მდე ჟურნალისტი, რომლებიც „პრომეთეს პროექტზე" უკვე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. ჟურნალისტებს დაფარულ ბაზებზე წვდომის საშუალება მიეცათ და მათაც შესწავლა დაიწყეს.

„როგორც კი დოკუმენტებზე წვდომის ნებართვა მივიღეთ, პუტინის, ისლანდიის პრემიერის, ბაშარ ალ ასადის სახელებს წავაწყდით. მაშინვე ნათელი გახდა, რომ საქმეზე გამოცდილი ჟურნალისტები მუშაობდნენ მთელი მსოფლიოდან", - ამბობს Fusion-ის ჟურნალისტი ელის ბრენანი.

3 აპრილს სხვადასხვა მედიაში, მათ შორის BBC-ზე, The Guardian-ზე, LeMonde-ზე გამოჩნდა გადასახადებისგან თავის არიდების ფართომასშტაბიანი სისტემის შესახებ ამბები, რომლებიც დღეს Panama Papers-ის სახელითაა ცნობილი. დოკუმენტებში 12-მდე ყოფილი და ამჟამინდელი მსოფლიო ლიდერი ფიგურირებს, 128-მდე პოლიტიკოსი, 28-მდე მილიარდერი, რომლებიც ადრე Forbes-ის გვერდებზე დაიბეჭდა. დოკუმენტებში ნახსენებია 14 000-მდე ბანკი და იურიდიული ფირმა. ამან მსოფლიოს მასშტაბით მრავალი გამოძიების დაწყებას დაუდო საფუძველი. ისლანდიის პრემიერი იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

სტატიის ავტორის თქმით, ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებმა ამ ამბის ერთი წლის განმავლობაში საიდუმლოდ შენახვა შეძლეს, იმაზე მიუთითებს, რომ „მონაცემთა გაჟონვის" ეპოქაში ჟურნალისტიკა მაღალ დონეზეა განვითარებული. ავტორის თქმით, ეს თანამშრომლობის ძალაზეც მიუთითებს - ჟურნალისტები, რომლებიც წლების განმავლობაში კონკურენციასა და მარტო მუშაობას იყვნენ შეჩვეულნი, უცბად  ერთი საქმის ირგვლივ გაერთიანდნენ. მიუხედავად იმასა, რომ გაზიარება ჟურნალისტის ინსტინქტი არ არის, ICIJ ამას მხარს უჭერს - ვკითხულობთ სტატიაში.

ყველაფერი გასული წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ანონიმურმა წყარომ დოკუმენტები გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ს მიაწოდა. გაზეთი ICIJ-ს დაუკავშირდა და ამ უკანასკნელმა გუნდის ფორმირება დაიწყო. 

ICIJ ჟურნალისტებს მიუნხენში, ვაშინგტონსა და იოჰანესბურგში შეხვდა. ისინი წესებზე შეთანხმდნენ, რომ მონაცემებს დამოუკიდებლად დაამუშავებდნენ და კონფიდენციალობა უნდა დაეცვათ, ამასთან, ყველაზე დიდი აღმოაჩენები გუნდისთვის უნდა გაეზიარებინათ. მათ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ICIJ-მ დოკუმენტები დაახარისხა და თავის პოლატფორმაზე, iHub-ზე განათავსა, სადაც ჟურნალისტებს ერთმანეთთან ჰქონდათ კომუნიკაცია. მათ შეეძლოთ ერთმანეთისთვის მიეწერათ, დახმარება ეთხოვათ თარგმანში და ა.შ. სისტემა 30-სიმბოლოიანი პაროლით იყო დაცული.

საბოლოოდ, ბოლო თვეს, ICIJ-მ ჟურნალისტებს უფლება მისცა, წყაროებს დაკავშირებოდათ, რომლებიც დოკუმენტებში იყვნენ ნახსენები. როდესაც ამბავი გამოქვეყნდა, მას მაშინვე უწოდეს ჟურნალისტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გაჟონვა. 

პანამაში არსებული იურიდიული ფორმის, Mossack Forseca-ს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების ლიდერებს ოფშორულ ზონებში კომპანიები აქვთ რეგისტრირებული.

Panama Papers-ის დოკუმენტების გავრცელების შემდეგ, ესპანეთის ინდუსტრიის მინისტრი გადადგა, ასევე თანამდებობა დატოვა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების მთავარმა ოფიცრმა, იუსტიციის გენერალ-მაიორმა მიჰრან პოღოსიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^