Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაჭვლიანი:„ქართული ოცნების“ მოსვლიდან ერთი წლის თავზე ხალხი „გაბლატავდა“

19 აპრილი, 2016 15:04

„ქართული ოცნების“ მოსვლიდან ერთი წლის თავზე ხალხი „გაბლატავდა“, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში მთავრობის დადებით მხარეებზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლებამ საგრძნობლად იმატა. 

ამის მაგალითად ჯაჭვლიანმა 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სატელევიზიო გამოკითხვა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც პარლამენტარებს სთხოვდნენ დაესახელებინათ მიხეილ სააკაშვილის ნაკლი. ჯაჭლიანი იხსენებს რომ გამოკითხულები ან ამბობდნენ, რომ სააკაშვილს ნაკლი არ ჰქონდა, ან იმალებოდნენ.

წამყვანის შეკითხვას კი, დაესახელებინა ბიძინა ივანიშვილის ნაკლი, ჯაჭვლიანმა თავი აარიდა.

„მე გეტყვით პლუსებს. ზუსტად ერთი წლის თავზე „ქართული ოცნების“ მოსვლიდან ხალხი „გაბლატავდა“, მართლა „გაბლატავდა“. კარგი გაგებით ვიძახი. აი ესაა ზუსტად „ქართული ოცნებისა“ და კოალიციის დადებითი, რომ ხალხს მიეცა აზრის გამოხატვის საშუალება“, - განაცხადა მან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^