Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია115“: მოვალეობის შემსრულებელს არ უნდა შეეძლოს, რექტორობის კანდიდატი გახდეს

20 აპრილი, 2016 10:51

„აუდიტორია115-ის" სტუდენტები თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ მოვალეობის შემსრულებელს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რექტორობის კანდიდატი გახდეს. სტუდენტების თქმით, მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობა ძირითადად განათლების ძირეული რეფორმისკენ უნდა იყოს მიმართული.

„მოვუწოდებთ აკადემიურ საბჭოს, რომ უზრუნველყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დემოკრატიული ჩატარება. ვიმედოვნებთ, რომ ის დარღვევებისა და ექსესების გარეშე ჩაივლის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს და რევანშისტულ ძალებს არ მივცემთ საშუალებას, რომ კიდევ უფრო შეუწყონ ხელი უნივერსიტეტის სტაგნაციას.

ასევე მოვითხოვთ, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობა ძირითადად განათლების ძირეული რეფორმისკენ იყოს მიმართული, რათა უკვე არჩეულმა რექტორმა მოახეროს ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ გააჩნია საკმარისი ლეგიტიმაცია მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნივერსიტეტში. მან უნდა შეასრულოს ადმინისტრაციული მმართველის ფუნქცია და უზრუნველყოს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ორგანიზება და ჩატარება.

ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ ჰქონდეს უფლება გახდეს რექტორობის კანდიდატი.

მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, თუ აკადემიურ პერსონალს, რომ იყვნენ მიუკერძოებელნი და ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნებში კლანთა ინტერესები არ გატარდება!" - ნათქვამია განცხადებაში. 

თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს, დილის 10 საათიდან დაიწყო და 18 საათამდე გაგრძელდება.

არჩევნებში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი იღებს: ცირა ბარამიძე (თსუ პროფესორი), ლევან გორდეზიან (თსუ პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

კენჭისყრის პროცედურა თსუ-ის  პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება და მას 16 ინდივიდუალური პირი და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^