ევროკავშირიდან გასვლა დიდი ბრიტანეთისთვის შესაძლოა, დიდ რისკებთან იყოს დაკავშირებული.
აშშ-ის რვა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა მისცა ინტერვიუ გაზეთ Times-ს დიდი ბრიტანეთის მხრიდან ევროკავშირის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით. მათ განაცხადეს, რომ ეს გამოიწვევს ლონდონის, როგორც ევროპაში ეკონომიკურად ძლიერი დედაქალაქის, პოზიციის შესუსტებას.
სტატია აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დიდ ბრიტანეთში ვიზიტამდე გამოქვეყნდა. სტატიის ავტორები ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთისთვის რთული იქნება დადოს და დაიცვას ხელშეკრულებები ვაჭრობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ის არ იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
დიდი ბრიტანეთის მხრიდან ევროკავშირის დატოვების მხარდამჭერებმა სტატიის ავტორები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ შეუფასებელია ის, თუ რა ადგილს იკავებს დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში.
ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოსბორნმა ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლა დიდი ბრიტანეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შოკი იქნება.
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შედეგებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აფრთხილებდა ლონდონს. მისი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ თვალყურს ადევნებდნენ, რა შედეგები იქნება, როგორც რეგიონულ ასევე გლობალური მასშტაბით.
დიდი ბრიტანეთში ევროკავშირის შესაძლო დატოვების შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ბრიტანელები ამ დღეს მიიღებენ, იქნება საბოლოო და განმეორებითი რეფერენდუმი არ გაიმართება.
წყარო: BBC