Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2“ სააპელაციოში მოსამართლის აცილებას მოითხოვს - რა კავშირია ურთმელიძესთან

27 აპრილი, 2016 12:15

„რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელი მესაკუთრის მხარე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიის წევრის, ნათია გუჯაბიძის აცილებას მოითხოვს. ადვოკატების თქმით, კოლეგიის წევრი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მოსამართლეთა ერთობის გამგეობის წევრები არიან, ორგანიზაციის, რომელიც პირველ ინსტანციაში მიმდინარე პროცესის დროს ურთმელიძის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდა.

მათივე თქმით, ურთმელიძე და გუჯაბიძე სასამართლოს გარეთ აქტიურად თანამშრომლობენ და შესაძლოა გუჯაბიძეს ჰქონდეს შინაგანი მხარდაჭერის სურვილი, რაც მოსამართლეთა ერთობის განცხადებებში უკვე იკითხება - „ის ვერ იქნება გულწრფელი საქმის განხილვისას“. გარდა ამისა, „რუსთავი 2-ის" ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა სხდომაზე „მოსამართლეთა ერთობის" აგვისტოს განცხადებაც წაიკითხა.

მათივე მტკიცებით, ნათია გუჯაბიძე ასევე არის თეა წულუკიანის ჯგუფელი. წულუკიანი განცხადებებით უჭერდა მხარს ურთმელიძეს.

აღნიშნული ნათია გუჯაბიძემ სხდომაზევე უარყო. მისი თქმით, წულუკიანთან სტუდენტობის დროსაც კი არ ჰქონია კონტაქტი - ის საერთაშორისო სამართალზე სწავლობდა, წულუკიანი კი - არა.

„ის, რომ თქვენს აცილებას ვაყენებთ, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ინტერესი საქმესთან ნამდვილად გაქვთ. ჩვენ გვაქვს იჭვი და ამიტომ ვერ გენდობით... თქვენ წყვეტთ არჩევნების ბედსაც", - მიმართა მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს ნიკა გვარამიამ.

ქობარ ხალვაშის მხარის ადვოკატი პაატა სალია შუამდგომლიობას არ ეთანხმება. მისი თქმით, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები ამ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად, ასევე გასულია ამ ტიპის შუამდგომლიბის დაყენების ვადები

სალიას განმარტებით, შუამდგომლობა აგებულია პოლიტიკურ შემადგენელზე და არა სამართლებრივზე. ადვოკატი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლს, ასევე კონსტიტუციის 2013 წლის კომენტარებს, სადაც, მისი თქმით, საუბარია საერთაშოსისო გამოცდილებაზე და მოყვანილია ის მაგალითები, სადაც მოსამართლეთა აცილების არგუმენტები გასათვალისწინებლად არ შეიძლება იყოს მიჩნეული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^