„ჩვენ გადავდივართ რადიკალურ ფორმებზე", - ამის შესახებ დღეს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე „ტფილისის ჰამქარის“ წარმომადგენელმა ცირა ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 25 არასამთავრობო ორგანიზაცია შაბათს, 7 მაისს საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც „პანორამა თბილისის", ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთისა და აუქციონზე გატანილი 29 ჰექტრის შესახებ განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.
„პანორამა თბილისის", 4 და 29 ჰექტის აუქციონის საკითხს ერთიან კონტექსტში ვგულისხმობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ტერიტორია უკავშირდება ერთი ადამიანის სახელს და გვარს. რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს დღეს აუქციონზე, იყიდის ამას ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა მაინც, ეს არის ერთიანი კონტექსტი. ამასთან დაკავშირებით, შაბათს 1 საათზე GDS-თან ვგეგმავთ საპროტესტო აქციას. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ოგრანიზაციებს და მედიას, დაინტერესდნენ ამ საკითხით. ვინდაიდან ჩვენ გადავდივართ რადიკალურ ფორმობზე და გვჭირდება, როგორც მედიის მხარდაჭერა, ასევე საკითხის გადატანა პოლიტიკურ კონტექსტში“, - ამბობს ელისაშვილი.
მისივე თქმით, დღეს ისინი კანცელარიაში, პარლამენტსა და საკრებულოში 25 ორგანიზაციის მიმართვა შევა, რითიც მოითხოვენ, რომ ეს საკითხები განხილული იყოს პარლამენტისა და საკრებულოს დონეზე საზოგადოებრივი ჩართულეობის ფონზე.
„ვითხოვთ, რომ ჩვენ წარმოდგენილნი ვიყოთ, როგორც მხარე, რათა დავასაბუთოთ ჩვენი მოსაზრებები თუ რა კონტექსტში დაირღვა კანონი, როგორც კულტურილი მემკვირდრების შესახებ ასევე სხვა მიმართულებით. ჩვენი იურისტები მუშაობენ ამ თემებზე და არის რამდენიმე ასპექტი, რომელიც შესაძლოა, გადავიტანოთ სასამართლო რეჟიმში“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მან პრესკონფერენციაზე სკრებულოსა და პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწეული თემების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.