საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 80 წევრის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" განიხილავს. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ქორწინების ცნება განისაზღვრება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.
კონსტიტიციის მოქმედ რედაქციაში ნათქვამია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.