Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწერალი კოტე კირვალიძე: ნარკოტესტირებაზე უარის შემდეგ, პოლიციელებმა მცემეს

05 მაისი, 2016 16:09

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სიმართლისათვის“ დამფუძნებელი, მწერალი კოტე კირვალიძე ამბობს, რომ 2 მაისს რუსთავის ნარკოლოგიურში ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმით შემდეგ პოლიციელებმა სცემეს.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას კირვალიძე აღნიშნავს, ის და მისი მეუღლე რუსთავის გარეუბანში იყვნენ გასულები და სახლში ბრუნდებოდნენ, როცა მასთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები მივიდნენ და უთხრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ.

„ქალაქგარეთ ვიყავი მეუღლესთან ერთად, მივდიოდი სახლში, გზაზე ვიდექი და ველოდებოდით გამოძახებულ ტაქსის, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები გზაზე პოლიციის მანქანით დაგვხვდნენ და მითხრეს, რომ უნდა წავეყვანე, რომ ვკითხე, თუ სად და რატომ, რა მიზნით, რა დარღვევისთვის, არაფერი არ უთქვათ, ასევე არ განუმარტავთ უფლებები და ა.შ. ბიოლოგიური მასალის ჩაბარების მიზეზი მხოლოდ გარდაბნის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მითხრეს“, - ამბობს კირვალიძე.

ვინაიდან გარდაბნის განყოფილებაში არ არის ნარკოტესტირებისთვის საჭირო მოწყობილობა, კირვალიძე რუსთავის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„წამიყვანეს რუსთავის ნარკოლოგიურში, ვუთხარი, რომ არ მეშარდვინებოდა, გინდა თუ არა, ძალით უნდა მოშარდოო. გავიდა რამდენიმე საათი. მე ვუთხარი ისიც, რომ კონსტიტუციით მქონდა უფლება, არ ჩამებარებინა ბიოლოგიური მასალა, ამის შემდეგ რამდენიმე საათი გაუჩერებლად მცემდნენ, შეისვენებდნენ და ისევ მცემდნენ. რომ ვუთხარი, „არასამთავრობო ორგანიზაცია“ მაქვს-თქო, კიდევ უფრო მაგრად მცემეს. 12 საათი აქვთ დაკავების უფლება და ამდენ ხანს ვეღარ გავუძლებდი ცემას, თავს ხომ არ მოვაკვლევინებდი, ამიტომ იძულებით, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ცემის შედეგად ჩავაბარე ბიოლოგიური მასალა, საქართველოში არ მეგონა თავი. ასეთი ცემა რეჟიმის დროსაც არ მინახავს. მეგონა, დღესდღეობით ასეთი რაღაცები აღარ ხდებოდა“, - ამბობს კირვალიძე.

მისი თქმით, რუსთავის ნარკოლოგიურ განყოფილებაში შეურაცხყოფა მის მეუღლესაც მიაყენეს და აიძულეს, ჩაებარებინა ბიოლოგიური მასალა.

როგორც კირვალიძე ამბობს, განყოფილებიდან გამოშვების შემდეგ მან ჩვენება მისცა.

„გამოსვლის შემდეგ  დავრეკე სასწრაფოში. თავს ცუდად ვგრძნობდი, თავბრუ მეხვეოდა. სასწრაფომ გადამიყვანა საავადმყოფოში და იქ მოვიდნენ ჩემი აზრით, გენინსპექციიდან, ასევე პარტულიც და მივეცი ჩვენება, იმედი მაქვს, ამას შედეგი მოჰყვება“, - ამბობს კირვალიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების მხრიდან კირვალიძის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. როგორც მათ „ლიბერალს" განუცხადეს, „თუ კირვალიძეს პრეტენზია აქვს უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^