Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

9 მაისიდან "ფეროშენადნობთა" ქარხნის თანამშრომლები იფიცებიან

05 მაისი, 2016 20:24

9 მაიის, 08:00 საათზე ზესტაფონში "ფეროშენადნობთა" ქარხნის თანამშრომლები სრულმასშტაბიან გაფიცვას იწყებენ.

პროფკავშირების მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, გაფიცვაში მონაწილეობას მუშების 100% მიიღებს, დაახლოებით 1800 ადამიანი, მათ შორის 400 მუშა პროფკავშირის წევრია. დასაქმებულებს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის მიმართ შემდეგი კონკრეტული მოთხოვნები აქვთ:

ინფლაციის პირობებში ხელფასების ავტომატური ინდექსაცია;

წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების განსაზღვრა (როგორც წინა კოლექტიურ ხელშეკრულებაში იყო და ინდივიდუალურ კონტრაქტში) 30 სამუშაო დღის ოდენობით და მძიმე მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირებისათვის დამატებითი 10 კალენდარული დღის ოდენობით.

დასაქმებულთა იძულებითი მოცდენის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ტარიფის განსაზღვრა/არგანსაზღვრა;

ზეგანაკვეთური ნამუშევარი საათების გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება (კოეფიციენტი 1.5; უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ტარიფით ანაზღაურება კოეფიციენტი 1,5 5) და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება;

შუალედური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება. მათ შორის, გოჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმება;

დაბოლოს, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წევრების შევიწროების და დევნის ფაქტების გამოძიება.

თამაზ დოლაბერიძის თქმით, გაფიცვა კანონიერია, რადგან ნოემბრიდან დღემდე ორჯერ გამართული მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. შესაბამისად, ორშაბათიდან მუშები კომპანიას მოთხოვნების დაკმაყოფილებას საპროტესტო გაფიცვით მოსთხოვენ.

დოლაბერიძის განმარტებით, მუშების გაფიცვა კომპანიის მიერ 2013 წელს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგია: "პროფკავშირები მუშებთან ერთად მზად ვართ გაფიცვამდე და გაფიცვის შემდეგაც მოლაპარაკებები გავაგრძელოთ კომპანიასთან, თუ ადმინისტრაციას რეალური და ჩვენთვის ხელსაყრელი პირობების შემოთავაზება მოუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა უვადო იქნება", - ამბობს დოლაბერიძე.

.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^