„კამპანიამ პირადად ჩემ წინააღმდეგ და ჩემი გუნდის წინააღმდეგ ყველა ზღვარს გადააჭარბა და შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო“, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 6 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელშიც საუბარია კულტურის სამინისტროსა და კულტურის სფეროში მიოღვაწე კომპანიების კორუფციულ რისკებზე.
კულტურის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არაერთხელ აქვს გაცემული ამომწურავი პასუხები კითხვებზ და ასევე მიმართა შესაბამის სახელწიფო სტრუქტურებს, რომ გამოიძიონ ეს საქმე და საბოლოოდ დაუსვან წერტილი ამ თემას.
„იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ საკითხს, მინდა, მოვუწოდეო შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, შეისწავლონ ყველა ეს საკითხი და, ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაუსვან ამ თემას. მოუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვი, ამ თემებზე არაერთხელ მისაუბრია“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მისივე თქმით, დაფინანსების ის სქემა, რომელზეც დღეს არის საუბარი, მისი მინისტრად დანიშვნის შედეგ ამოქმედაა. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ მუშაობის შედეგად შეიქმნა დაფინანსების ის სქემა, რომელიც დღეს კულტურის სამინისტროში მოქმედებს.
„სწორედ ჩემი მინისტრად დანიშვნის შემდეგ შეიქმნა დაფინანსების სქემა და, ზოგადად, პროექტების განხილვის პროცედურები, რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. ჩემი ინიციატივით, USAID-თან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ 4 თვის განმავლობაში და ამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შევქმენით ის მკაფიო, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები, როგორც პროცედურები, ასევე დაფინანსების სქემა, რომელიც სამინისტროში არსებობს“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
კულტურის მინისტრის განმარტებით, ტენდერები არ უნდა ჩატარდეს სამინისტროში და მსგავსი მოსაზრება არის არასწორი მიდგომა „რადგან ტრადიციული ღონისძიებები, რომლებიც წლიდან წლამდე ფინანსდება და წინასწარ განისაზღვრება სამინისტროს ბიუჯეტში, არიან ორგანიზაციები, რომლებიც წლიდან წლამდე ამ ღონისძიებებს ატარებენ და ასეთი არა მხოლოდ „ისტერნ პრომოუშენია“, არამედ 40-ზე მეტი ორგანიზაციაა და პირდაპირ ასოცირებულია ამ ღონისძიებებთან“.
ბრიფინგზე კულტურის მინისტრმა უახლოეს მომავალში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დიდი პრეზენტაციის გამართვა დაანონსა, სადაც კულტურული ღონისძებების კონკრეტული შედეგების ინდიკატორები წარედგინება საზოგადოებას.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი, საქართველოში კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესა და მის მოადგილეებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული 10 კომპანია/ორგანიზაცია მოქმედებს. ისინი კულტურის სფეროში საქმიანობენ და რეგულარულად იღებენ შეკვეთებს/დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან. საერთო ჯამში 2015 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხების (4 762 767 ლარი) 29% მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკთან (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე) დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.