Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გადაიდო “ფეროს” მუშების გაფიცვა

09 მაისი, 2016 12:49

9 მაისს ზესტაფონის “ფეროშენადნობთა” ქარხნის მუშების გაფიცვა დაანონსდა, თუმცა ერთ-ერთი ადგილობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელის, კახა მაჩიტიძის თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშებზე ზეწოლას ახდენდა და გაფიცვა დღეს ვერ დაიწყო:

“რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გაფიცვა დავააანონსეთ, კომპანიის ეკონომიკური უსაფრთხოების თანამშრომლები, მთავარი ინჟინრები და საამქროს ხელმძღვანელები მუშებს ემუქრებოდნენ, რომ სამსახურიდან გაგათავისუფლებთ და ხელფასებს არ მოგცემთ, თუ გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებთო. რა თქმა უნდა, ყველას შანტაჟი ვერ მოახერხეს, მაგრამ უმრავლესობამ ქუჩაში გამოსვლაზე უარი თქვა”, - ამბობს კახა მაჩიტიძე.

მისივე ინფორმაციით, ადმინისტრაცია მუშებს შეჰპირდა, რომ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც კოლექტიური ხელშეკრულებების ხელმოწერას ითვალისწინებს, ხვალ, “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორთან ერთად დაილაპარაკებენ და შესაძლოა, კომპანია ამ დათმობაზე წამოვიდეს: ”რეალურად, ჩვენი მთავარი მოთხოვნა კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებაა, რომელიც შვებულების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების, ინდექსაციის საკითხებსაც მოიცავს. ამიტომ, თუ ხვალ დირექტორი ამ დათმობაზე წამოვიდა, აღარ გავიფიცებით”.

“ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ზაქარია ზალიკაშვილის ინფორმაციით, მუშების რვა მოთხოვნიდან ექვსზე კომპანიასა და გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლებს შორის ახლაც მიდის მოლაპარაკებები, რომელსაც მედიაციას შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროს მედიაციის სამსახური უწევს.

დარჩენილი ორი მოთხოვნიდან ერთ-ერთზე, რომელიც გოჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმებას ეხება, ზალიკაშვილი ამბობს, რომ კვანტრიშვილის უკვე გადაყვანილია ახალ თანამდებობაზე, ძველი ხელშეკრულებით.

რაც შეეხება გაფიცვის გადადების საკითხს და მუშებზე წეზოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაფიცვა თავიდანვე ვიწრო კორპორაციულ და პიროვნულ ინტერესებს ატარებდა. ზალიკაშვილი შანტაჟის შემთხვევებს გამორიცხავს და პასუხისმგებლობას კონკრეტულად კახა მაჩიტიძეს აკისრებს, რომელიც საწარმოს ლაბორატორიაში ინჟინერ-სპეციალისტია და პარალელურად, 400-კაციანი ადგილობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელი:

“კახა მაჩიტიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაო დისციპლინას არღვევდა, შესაბამისად, მისმა დირექტორმა აპრილში მკაცრი საყვედური გამოუცხადა. სწორედ ამის გამო, მან გადაწვიტა, ირგვლივ შემოეკრიბა მუშების ნაწილი და გაფიცვა მოეწყო. მათ თავიდანვე მოიტყუეს, რომ გაფიცვას მუშების 100% უჭერდა მხარს. მაჩიტიძის პროფკავშირი ჩვენს საწარმოში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანია და მუშებიც მიხვდნენ, რომ მათი მოთხოვნები დასაქმებულების შრომის გაუმჯობესების პირობებს არ ითვალისწინებდა და მხარდაჭერაც ამიტომ ვერ მოიპოვეს”, - აცხადებს ზალიკაშვილი. 

რაც შეეხება მუშების მოთხოვნებს, რომელიც გაფიცვამდე დააანონსეს:

ინფლაციის პირობებში ხელფასების ავტომატური ინდექსაცია;

წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების განსაზღვრა (როგორც წინა კოლექტიურ ხელშეკრულებაში იყო და ინდივიდუალურ კონტრაქტში) 30 სამუშაო დღის ოდენობით და მძიმე მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირებისათვის დამატებითი 10 კალენდარული დღის ოდენობით.

დასაქმებულთა იძულებითი მოცდენის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ტარიფის განსაზღვრა/არგანსაზღვრა;

ზეგანაკვეთური ნამუშევარი საათების გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება (კოეფიციენტი 1.5; უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ტარიფით ანაზღაურება კოეფიციენტი 1,5 5) და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება;

შუალედური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება. მათ შორის, გოჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმება;

დაბოლოს, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წევრების შევიწროების და დევნის ფაქტების გამოძიება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^