საქართველოს სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რომ მე-8 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ტერმინი „ნარკომანი“ ჩანაცვლდეს ტერმინით წამალდამოკიდებული.
ომბუდსმენის რეკომენდაციითვე, სახელმძღვანელოს ტექსტის ფორმულირება იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ წამალდამოკიდებული ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებასთან არ იყოს გაიგივებული.
რეკომენდაციებში სახალხო დამცველი ასევე უთითებს, რომ სახელმძღვანელოში უნდა აისახოს ზუსტი ინფორმაცია აივ-ინფექციისა და შიდსის შესახებ და მოხდეს აღნიშნული დაავადებების ერთმანეთისგან განსხვავება. ასევე, მასში უნდა აისახოს ზუსტი ინფორმაცია აივ-ინფექციისა და შიდსის გავრცელების გზებს შორის განსხვავებისა და ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის შესახებ.
„უზრუნველყოფილი იყოს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოში არ აისახოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წამალდამოკიდებული, აივ-ინფექსიისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების წარმოშობა და დისკრიმინაციის წახალისება.
აღნიშნულ სახელმძღვანელოში არსებული ტერმინებისა და ტექსტების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპატარს კავშირმა „საფარმა“ მიმართა.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას კავშირ „საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, სახალხო დამცველის აპარატისგან ეცნობათ, რომ მათი განცხადების შემდეგ სახალხო დამცველმა განათლების სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციებით მიმართა, დისკრიკიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.