Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

0,00009 გრ. ნარკოტიკის აღმოჩენის გამო, ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

10 მაისი, 2016 15:38

თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ლაშა ბახუტაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყება. იგი 2013 წელს 0,00009 გრ. (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (ე.წ. კრაკადილი) შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დეზომორფინის მცირე რაოდენობა კანონით დადგენილი არ არის, ამიტომ 0.00009 გრ. ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აქვს წარდგენილი და 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

სასამართლოს ეზოში ბახუტაშვილის მხარდასაჭერად ამ წუთებში „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. 

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" განცხადებით, დეზომორფინსა და სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე მცირე ოდენობის არარსებობა სახელმწიფომ საკანონმდებლო ხარვეზად აღიარა. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მისი განსაზღვრის ვალდებულებაც აიღო, თუმცა ნივთიერებებზე ადეკვატური ოდენობების დადგენა ამ დრომდე არ მომხდარა. 

„ამ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ლაშა ბახუტაშვილი სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის მსხვერპლია. კანონი უსამართლოა, მოქალაქეების თავისუფლების აღკვეთის მიზეზი კი - ინსტიტუტების უმოქმედობა. 
ეს არაა ერთეული შემთხვევა. მოძრაობის წევრებს ციხიდან ყოველდღიურად გვიკავშირდებიან პატიმრები, რომლებიც მიკროგრამებისთვის წლობით იხდიან სასჯელს. 

მას შემდეგ, რაც ლაშა ბახუტაშვილის მეუღლემ, ნინო მინდიაშვილმა საქმის დეტალები საჯაროდ გაახმაურა, პროკურატურამ ბრალდებულს 5 000 ლარის სანაცვლოდ პირობითი სასჯელი შესთავაზა, თუმცა სიდუხჭირის გამო, ოჯახი თანხის გადახდას ვერ ახერხებს. 

ბახუტაშვილისთვის თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა სასამართლოა. საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მცირე ოდენობების არარსებობისთვის რამდენიმე მოქალაქე დავობს. ერთ-ერთი სწორედ ლაშა ბახუტაშვილია. საქმის მოსამართლე ლელა შკუბულიანი უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და შეაჩეროს საქმის წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

მიგვაჩნია, რომ მოსამართლე ლელა შკუბულიანის მიერ მსგავსი გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი ნაბიჯია.

დროა, აღარ დავუშვათ უსამართლო კანონის მოქმედება. დროა, მოსამართლეებმა ნებისმიერი ფორმით უარი თქვან სამარცხვინო კანონის აღსრულებაზე. დროა, ჩვენი მხარდაჭერით ვიხსნათ ჩვენივე თავისუფლება", - აცხადებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^