Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი „რესპუბლიკელებსა" და „ოცნებაზე": ამ ფიგურებს შორის დიდი განსხვავება არაა

10 მაისი, 2016 20:31

ეს არის ის გუნდი, რომელიც ხშირად ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს ის გუნდია, რომლის წარმომადგენლები, ბატონი „ქართული ოცნების" დეპუტატი და ბატონი „რესპუბლიკელების" დეპუტატი ერთად ქმნიდნენ იმ კანონპროექტს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა... ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია. როცა შენ მეთოდურად რაღაცნაირად შენს პრინციპებს ღალატობ, ბუნებრივია, ეს უკან გიბრუნდება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებსა და თამაზ მეჭიაურს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, „ასეთი სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის".

„მე ნაკლებად ვაფასებ ხოლმე ამ პროცესებს, ამ დინამიკას. მაინც მოვდივარ იმ პოლიტიკური გამოცდილებით, როცა „ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური გუნდი იყო ერთიანი და ამ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებაში, ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის. იმავე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციზე, იმაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია. იმაზე, რომ როცა პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის სხდომას, ტელევიზიით უნდა მოუწოდო დეპუტატებს, რომ ნუ დაუჯერებ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე, იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პრეზიდენტის დაძახილზე პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს. ეს ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც პრინციპულად მიპირისპირდებოდა როცა იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემაზე საუბარი და საპრეზიდენტო გამოსვლებზე. ეს არის ის გუნდი, რომელიც ხშირად ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს ის გუნდია, რომელიც სწორედ უნისონში, ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, ბატონი „ქართული ოცნების" დეპუტატი და ბატონი „რესპუბლიკელების" დეპუტატი ერთად ქმნიდნენ იმ კანონპროექტს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ევროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს ის გუნდია, რომელიც აბსოლუტურად უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპონდენცია არ მიეღო უცხოეთიდან. ასე რომ, ჩემთვის ასეთი დიდი დიფერენციაცია და თითქოს, პრინციპებზე კამათს ეს არ წარმოადგენს. ნაკლებად ვერთვები ან ყურადღებას ვაქცევ ამ პროცესს. შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორწლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არასდროს არ კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი. დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვიმსჯელო. ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია. როცა შენ მეთოდურად რაღაცნაირად შენს პრინციპებს ღალატობ, ბუნებრივია, ეს უკან გიბრუნდება" - თქვა პრეზიდენტმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^