Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: საქართველოს უსაფრთხოება დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე გადის

11 მაისი, 2016 16:37

„გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადების პასუხად.

მისივე თქმით, ქვეყნის საერთაშორისო კურსი უცვლელია.

„ყველანაირი ვაი-ვიში, რაც არის ატეხილი, არის აბსოლუტურად უადგილო და ემსახურება მხოლოდ თავის დამკვიდრებას. ამიტომ მე მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც აბსოლუტურად უაზრო ვაი-ვიში ატეხა ამ საკითხის გარშემო, შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებს, ქვეყნის საერთაშორისო კურსს. ამ საკითხში არანაირი გადახვევა არ არსებობს. გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სტრატეგიულ ხაზს აცილებული განცხადებები გასაკვირი არ არის. მისივე შეფასებით, მთავარია ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს.

„დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინაასარჩევნო გარემო და ამ გარემოში, გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხადება, რომელიც გენერალურ ხაზს და სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია ის, როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი, ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^