თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნების შედეგები გამოცხადდა. როგორც „ლიბერალის" კორესპონდენტი იტყობინება, პირველ ეტაპზე აკადემიურ საბჭოში სულ 13 წევრი აირჩიეს.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ამირან ბერძენიშვილი, ნოდარ ბელქანია;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: დავით გოცირიძე (მეორე წევრი ვერ გამოვლინდა, რადგან ორმა კანდიდატმა - აპოლონ სილაგაძემ და ქეთევან ხუციშვილმა - თანაბარი ხმა აიღო. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განმეორებით არჩევნები მხოლოდ აღნიშნული ორი კანდიდატის მონაწილეობით ჩატარდება. თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის);
იურიდიული ფაკულტეტი: ირმა ხარშილაძე, ირინა ქურდაძე;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტი: თამარ აბაშიძე, რუსუდან სანაძე;
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: ომარ ფურთუხია, გიორგი ღვედაშვილი;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ელგუჯა მექვაბიშვილი, მარინე მინდორაშვილი;
მედიცინის ფაკულტეტი: პაატა იმნაძე, ნინო ოკრიბელაშვილი.
აკადემიური საბჭოს წევრობისთვის სულ 33 კანდიდატი იყრიდა კენჭს. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე 791 პირიდან კი ხმა 666-მა მისცა, რაც ამომრჩეველთა სრული შემადგენლობის 84.1%-ია.
თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს დაკომპლექტების მეორე ეტაპი მას შემდეგ დაიწყება, რაც სენატი წესდებაში შესაბამის ცვლილებას დაამტკიცებს, რის შემდეგაც თითოეულ ფაკულტეტს საბჭოში დამატებით ერთი ან ორი კვოტა დაემატება. აკადემიურ საბჭოში თავის დელეგატებს აირჩევენ უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ამჟამად თსუ-ს 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აქვს შეერთებული.
დღეს მოქმედ აკადემიურ საბჭოს უფლებამოსილება 16 მაისს შეუწყდება, ახლადარჩეული აკადემიური საბჭო საქმიანობას სწორედ ამ დღიდან დაიწყებს.