საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსი არ არის და რაც უნდა მოინდომოს, ვერც შედგება პოლიტიკოსად.
ბურჭულაძის განცხადებას პოლიტიკაში წასვლის შესახებ კვაჭანტირაძემ „საყვარელი ოპერების ლიბრეტოს გადამღერება და სიტყვების რახარუხი" უწოდა.
„პატივს ვცემ, როგორც მომღერალს, მაგრამ პოლიტიკაში მისი მისწრაფებების მიმართ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. მას ჰქონდა მცდელობა, დაგვდგომოდა მხარში და დიდი სიამოვნებით მივიღებდით მის თანადგომას, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ დავაკმაყოფილეთ ის პირობები, რომელიც მას „ქართული ოცნებისგან" სჭირდებოდა"... მისი განცხადებიდან აზრი ვერ გამოვიტანე. მაპატიოს ბატონმა პაატამ, მაგრამ ეს იყო ლამაზი სიტყვების რახარუხი", - თქვა კვაჭანტირაძემ.
დღეს პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად განაცხადა.