Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დირექტივით, უცხოელი სტუდენტები ევროკავშირში სამსახურის მოსაძებნად დარჩენას შეძლებენ

13 მაისი, 2016 16:29

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს მხარი დაუჭირა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისა და ცხოვრების ახალი წესების შემოღებას, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ევროკავშირის უნივერსიტეტებში სტუდენტებისა და მკვლევრების მოზიდვას ისახავს მიზნად. 

როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ახალი წესები სტუდენტებისა და მკვლევრების შესახებ არსებულ დირექტივებს უერთდება და ადგენს, რომ:

  • სტუდენტებსა და მკვლევრებს, სწავლისა თუ კვლევის დამთავრების შემდეგ ევროკავშირში დარჩენა სულ მცირე 9 თვე შეეძლებათ სამუშაოს მოსაძებნად ან ბიზნესის წამოსაწყებად, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ევროკავშირი მათი უნარებისგან სარგებელს მიიღებს
  • ევროკავშირში ყოფნის პერიოდში მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის გადაადგილება მარტივდება. სამომავლოდ, მათ აღარ დასჭირდებათ სავიზო აპლიკაციის შევსება, არამედ მოუწევთ მხოლოდ ქვეყნების ინფორმირება, რომლებშიც გადაადგილდებიან, მაგალითად ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამით. მკვლევარებს საშუალება მიეცემათ, უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ ქვეყანაში, ვიდრე ახლა აქვთ ამის საშუალება. 
  • მკვლევარებს საშუალება ექნებათ, თან წაიყვანონ ოჯახის წევრები, რომელთაც ევროკავშირში მუშაობის უფლება ასევე ექნებათ
  • სტუდენტებს უფლება მიეცემათ, კვირაში სულ მცირე 15 საათი იმუშაონ

„მიხარია, რომ ევროკავშირი ცნობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მოზიდვის მნიშნელობას ჰარმონიზირებული ევროპული სისტემის შექმნით, რომელიც ყველა წევრ ქვეყანაზე გავრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული უნივერსიტეტები შეძლებენ, გაზარდონ საკუთარი კომპეტენცია გლობალური მასშტაბით და ამ გაუმჯობესებული პირობების საშუალებით გახდნენ უფრო მიმზიდველები განათლებული და ამბიციური ადამიანებისთვის სხვა ქვეყნებიდან " - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სესილია ვიკსტრომ. 

ახალი დირექტივით, უფრო დაცული ხდება ევროკავშირში მოხალისეობა და სტაჟირება. როგორც ცნობილია, ცვლილებები მესამე ქვეყნებიდან მოხალისე სკოლის მოსწავლეებსაც შეეხებათ.

დირექტივა ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა. ამის შემდეგ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ცვლიებები საკუთარ კანონმდებლობაში 2 წლის ვადაში უნდა ასახონ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^