Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

#17მაისი - რა იგეგმება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს

14 მაისი, 2016 22:29

17 მაისს აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორის დღის აღნიშვნას პარლამენტის ყოფილ შენობასთან გეგმავდა, თუმცა თბილისის მერიასთან კომუნიკაციისას გაირკვა, რომ რუსთაველის გამზირი და სხვა ცენტრალური ტერიტორიები სხვადასხვა ორგანიზაციას აქვს დაკავებული. აქტივისტთა ჯგუფმა მერიას ამცნო, რომ აქციას თავისუფალ ტერიტორიაზე, პუშკინის სახელობის სკვერში გამართავდნენ.

აქტივისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა და როგორც ჯგუფის წევრი მაგდა კალანდაძე ამბობს, უსაფრთხოების გარანტიები მინისტრის მოადგილისგან ვერ მიიღეს, ამიტომ 17 მაისს აქტივისტთა ჯგუფი აქციას აღარ გამართავს. არჩილ თალაკვაძემ აქტივისტებს ალტერნატიულ ადგილად ქალაქგარე ტერიტორია შესთავაზა, მაგდა კალანდაძე კი ამბობს, რომ ჰომო, ტრანს და ბიფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა რუსთაველის გამზირზე პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„რუსთაველზე არის ძალიან მნიშვნელოვანი 17 მაისის აქციის გამართვა. ეს არის სივრცე, რომელსაც მიზანმიმართულად, ყოველ წელს 2012-13 წლის შემდეგ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და ფაშისტური დაჯგუფებები პრინციპულად იმიტომ გვართმევენ, რომ 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია არ გაიმართოს. ამიტომ მივმართეთ შსს-ს რომ ჩვენ გვჭირდებოდა უსაფრთხოების გარანტიები. შსს-მ შემოგვთავაზა ალტერნატივები, ქალაქგარეთ გასვლა, მრგვალი ბაღი და ა.შ. რაზეც ჩვენ არ დავთანხმდით და არც ვაპირებთ დათანხმებას. სახელმწიფომ ვერ მოგვცა უსაფრთხოების გარანტია. შესაბამისად, იძულებული ვხდებით, რომ წელს არ აღვნიშნოთ 17 მაისი. სამაგიეროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოსგან ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს არ გვაქვს გარანტიები, რუსთაველზე გასვლის შემთხვევაში ცოცხლები გადავრჩებით“, - ამბობს მაგდა კალანდაძე

„აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. ლგბტქ პირთა მხარდამჭერი ჯგუფის გამოკლებით მერიაში 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებების თაობაზე რვა განცხადებაა შესული, მათგან დიდი ნაწილი საქართველოს პატრიარქის მიერ 2014 წელს დაწესებულ „ოჯახის სიწმინდის დღის” აღნიშვნას უკავშირდება.

„ლიბერალმა“ თბილისის მერიიდან 17 მაისს დაგიგმილი ღონისძიებების თაობაზე შესული განცხადებები გამოითხოვა.

 „ღირსეული თაობა“ - ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - პრეზიდენტის სასახლის მიმდ. ტერიტორიაზე - 11:00-დან 17:00 საათამდე

საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“ - ოჯახის დაცვის დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიება და მსვლელობა ფილარმონიიდან ყოფილი პარლამენტის შენობამდე - 11:00-დან 18:00 საათამდე.

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ - მსვლელობა „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკაშირებით - ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა გაიმართება.  (ითხოვენ გახმოვანების აპარატურის ორ კომპლექტს (5-10 კილოვატი სიმძლავრის დისტანციური მართვის 10 მიკროფონს ფონოგრამის გამშვები აპარატურით), ორ ღია საბარგულიან ავტომობილს აპარატურის განსათავსებლად, 150 ცალ ჯებირს ვარდების მოედანზე).

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ - ახალგაზრდა მწერალთა შემოწმედებით ღონისძიება - დედაენის ბაღი 11:00-დან 20:00 საათამდე

მომავლის სოფელი“ - ოჯახის სიწმინდის დღის ღონისძიებების ფარგლებში. მანიფესტაცია პარლამენტის ყოფილი შენობის მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე - 11:00-დან  18:00 საათამდე

სიცოცხლის გადასარჩენად“ - ფოტოგამოფენა აბორტის თემასთან დაკავშირებით - ბარათაშვილის ძეგლთან - 10:00 დან 18:00 საათამდე.

რუსთავის ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია“ - კულტურული ღონისძება, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორის და სხვა სახის მუსიკალური ელემენტები - მრგვალ ბაღში  - 11:00-დან 17:00 საათადე.

საზოგადოების ინფომირებისა და უფლებათა დაცვის ცენტრი“ - სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა და ფლეშმობი - 9 აპრილის ბაღში - 11:00-დან 19:00 საათამდე.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კი 17 მაისს სოციალურ ქსელში ლგბტქ პირთა მხარდამჭერ ონლაინ კამპანიას და კონფერენციებს გეგმავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^