"უთანასწორობა ოჯახური ღირებულება არ არის !" - ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა დღეს აქცია გამართა. ფემინისტებმა თბილისში დაგეგმილი ოჯახის მსოფლიო კონგრესის შეხვედრა სახელწოდებით "ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ბუნებრივი ოჯახი როგორც ჰუმანური ღირებულებების საყრდენი" გააპროტესტეს
"მიუხედავად იმისა, ვთანხმდებით თუ არა ოჯახის დეფინიციაზე ან ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე, ჩვენ, როგორც ფემინისტურ ჯგუფს, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ალტერნატიული აზრის დაფიქსირება და საჯარო სივრცის დაკავება. სწორედ ამიტომ, ამ აქციის მიზანია სიტყვა „ოჯახის“ გადააზრება და მისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელიც სცდება ჰეტერონორმატიულ, პატრიარქალურ ჩარჩოს და ოჯახის ღირებულებად თანასწორობის პრინციპებს აცხადებს, "- ამბობენ ფემინისტენის დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები.
ოჯახების მსოფლიო კონგრესი შეხვედრის გამართვას თბილისში 2016 წლის 15-18 მაისს გეგმავს. ოთხდღიან კონგრესს სახელწოდებით, „ცივილიზაცია გზაგასაყარზე: ბუნებრივი ოჯახი, როგორც თავისუფლებისა და ჰუმანური ღირებულებების საყრდენი" 1000-3000-მდე ადამიანი დაესწრება, რომლებიც საქართველოში „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ მმართველის ლევან ვასაძის მოწვევით ჩამოვლენ.
კონგრესის დღის წესრიგი უკვე ცნობილია. 4 დღის განმავლობაში კონგრესიის მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე როგორებიცაა: გენდერის თეორია და სექსუალური განათლება. განათლების სისტემის გამოწვევები და ოჯახი/მშობლის უფლებამოსილება. სასკოლო განათლებასთან დაკავშირებულ თემებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კონგრესის დღის წესრიგში.
ფოტო: ფემინისტები დამოუკიდებელი ჯგუფი