Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ ოჯახის მსოფლიო კონგრესს პატრიარქი ილია II ესწრება

16 მაისი, 2016 12:57

ოჯახის მსოფლიო კონგრესს, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ლევან ვასაძის მოწვევით იმართება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ესწრება. კონგრესს ასევე ესწრება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ოთხდღიან კონგრესს,  სახელწოდებით, „ცივილიზაცია გზაგასაყარზე: ბუნებრივი ოჯახი, როგორც თავისუფლებისა და ჰუმანური ღირებულებების საყრდენი", რომელიც 18 მაისის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს, 1000-3000-მდე ადამიანი დაესწრება, რომლებიც საქართველოში „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ მმართველის ლევან ვასაძის მოწვევით ჩამოვიდნენ. ოჯახების მსოფლიო კონკრესმა თბილისში უკვე გამართა მსგავსი შეხვედრები 2014 და 2015 წლებში.

კონგრესის დღის წესრიგი უკვე ცნობილია. 4 დღის განმავლობაში კონგრესიის მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე როგორებიცაა: გენდერის თეორია და სექსუალური განათლება. განათლების სისტემის გამოწვევები და ოჯახი/მშობლის უფლებამოსილება. სასკოლო განათლებასთან დაკავშირებულ თემებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კონგრესის დღის წესრიგში.

ოჯახების მსოფლიო კონგრესი, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და საზოგადოებაში ოჯახის შესახებ სოციალურად კონსერვატული, რელიგიურ შეხედულებებზე დაფუძნებული ღირებულებების გავრცელებასა და ოჯახის ფენომენის ტრადიციონალისტური გააზრების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

ოჯახების მსოფლიო კონგრესს მყარი ურთიერთობები აკავშირებს ამერიკის ულტრამემარჯვენე რელიგიურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: „concerned women for America” “Focus on the Familiy” „Americans United for life” ასევე ევროპის ისეთ ულტრამემარჯვენა პარტიასთან, როგორიცაა საფრანგეთის ეროვნული ფრონტი.

ორგანიზაცია 1997 წლიდან მთელ მსოფლიოში მართავს კონფერენციებსა და ღონისძიებებს.

ოჯახების მსოფლიო კონგრესი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მთავრობის გავლენიან წარმომადგენლებსა და ორი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევისა და ვლადიმის იაკუნინის მიერ დაარსებულ ორგანიზაციასთან.  

ოჯახების მსოფლიო კონკრესმა მოსკოვში ორი მასშტაბური ღონისძიება გამართა. მათგან ერთ-ერთი, მოსკოვის დემოგრაფიული სამიტი - 2011 წლის ივლისში.

მეორე მასშტაბური ღონისძიება, საერთაშორისო ფორუმი: „დიდი ოჯახი და კაცობრიობის მომავალი” რუსულმა მხარემ  2014 წლის სექტემბერში გამართა. კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო მოსახლეობას, წინ აღუდგეს ლგბტ თემისთვის მინიჭებულ უფლებებს და “გაერთიანდეს საფრთხესთან საბრძოლველად, რომელიც კაცობრიობას გადაგვარებით ემუქრება, წინააღმდეგობა გაუწიოს სახელმწიფოს მიერ მართული იდეოლოგიით უხეშ ჩარევას ადამიანების პირად ცხოვრებაში, რომელიც მიზნად ისახავს, ადამიანებს თავს მოახვიოს განსხვავებული სექსუალური ცხოვრების სტილი და ჩაუნერგოს უმცირესობის პრეფერენცია უმრავლესობაზე. “

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^