„ლგბტ კი არ არის ის, აი, იქ, ვინც მიდიან და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან პიდარასტები“, - განაცხცადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან ლგბტ აქტივიზმის შესახებ.
„ლგბტ-ს ვის უძახით?! იმეებს, რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეებზე?! ეგენია ლგბტ?! ლგბტ ვინ არის იცი, შვილო?! რომ ერთ ადგილზე არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და თავისთვის იყენებენ, როგორც უნდათ, არავინ არ უშლით“, - თქვა თამაზ მეჭიურმა.
დეპუტატმა ჟურნალისტს მას შემდეგ მიმართა, რაც დეპუტატს მისი ჰომოფობიური განცხადება გაახსენეს.
„მოდით ეს მომაშორეთ ერთი ეს ლგბტ-ია თუ პიდარასტი. წადი შვილო, გამოიყენე როგორც გინდა. ნუ თხუპნით ნურც საპატრიარქოს და ნურც იმას და დაეტიეთ თქვენ ადგილზე რა“, - მიმართა დეპუტატმა ჟურნალისტს.
თამაზ მეჭიაურის თქმით, ის „ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის" აქციას დაესწრება.
მეჭიაურის შესახებ ვიდეოს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს: