„ოთხის ნახევარზე ვიყავით რუსთაველის პირველ ნომერთან. საღებავები გვეწყო იქვე. დროშა უკვე დახატული გვქონდა. მანქანა გაჩერდა. გადმოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი. მერე მეორე მანქანა მოვიდა. რამდენიმე წუთი სიჩუმეში ვიდექით. დიდი ხნის განმავლობაში ვეკითხებოდით, ვიყავით თუ არა დაკავებულები. შემდეგ მოვიდა პატრული, გადაგვიყვანეს განყოფილებაში. არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ ჩვენი უფლებები არ გაგვაცნეს.
გადაგვიყვანეს განყოფილებაში. ოქმის შედგენისას გამომძიებელი დისკრიმინაციულად მომმართავდა. მე ვუთხარი, რომ ადვოკატის მისვლამდე ხმას არ გავცემდი. ადვოკატის მოსვლამდე, არ იცოდა, რა ეკეთებინა და ამბობდა - „პიდარასტები დაგვასხდნენ თავზე“ და მსგავს განცხადებებს აკეთებდა. მის უფროსს ვუთხარი ამის შესახებ. უფროსმა ცალკე გაიყვანა და შენიშვნა მისცა, შემდეგ გამომძიებელი ისევ გამოვიდა ოთახში აანთო სანთელი, ხატს აკოცა და ამბობდა - „ღმერთო, დაიფარე საქართველო ასეთი რაღაცეებისგან. პუტინი როგორ არ გვინდა, ასეთ დღეში რო ჩაგვაგდეს და ა.შ.” - იხსენებს პოლიციის განაყოფილებაში გატარებულ წუთებს ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი სურმავა ანო „ლიბერალთან”
გუშინ 10 ლგბტ აქტივისტი სტენსილების გაკვირისთვის გამთენიისას პოლიციამ დააკავა. ამ წუთებში მათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქაალაქო სასამართლოში. პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში დაჭერელი აქტივისტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
დაკავებულ 7 აქტივისტს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი,) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) წაუყენეს. ხოლო სამი მხოლოდ 150-ე პირველი მუხლით დააკავეს.