Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: აქტივისტები სტენსილების დახატვას სამართალდარღვევად არ მიიჩნევენ

17 მაისი, 2016 18:55

სტენსილების დახატვისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული აქტივისტების ადვოკატი ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება წესის დარღვევითა და ძალადობრივი ფორმით მოხდა. მისივე თქმით, დაკავებულები თავს სამართალდამრღვევებად არ მიიჩნევენ, რადგან გამოხატვის მსგავსი ფორმა პროტესტის ერთადერთი შესაძლებლობაა იმ პირობებში.

„პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, რასაც 7-ვე დაკავებული უარყოფს. მათი თქმით, არავითარი წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გაუწევიათ. ძალიან შეეშინდათ და თავდასხმად აღიქვეს იმ პირების მხრიდან მათი დაკავება, რადგან პოლიციელის ფორმა მათ არ ეცვათ და ვერ ხდებოდა მათი, როგორც პოლიციელების იდენტიფიცირება. არც თავი წარუდგინეს, არც დაკავების დროს დაიცვეს შესაბამისი პროცედურები. პოლიციამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ აკავებს და ა.შ. რაც არ მომხდარა. დაკავებულებს ეგონათ, რომ თავს დაესხნენ რელიგიური ექსტრემისტები და ეგონათ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. დაკავება მოხდა ძალიან უხეშად. აბსოლუტურად არათანაზომიერი იყო. პოლიციას არავინ ეწინააღმდეგებოდა, მიუხედავად ამისა, ძალიან აგრესიული ქმედებები განახორციელეს ფიზიკურად" - ამბობს ბოლქვაძე.

მისი თქმით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ამბობს, რომ იგი პოლიციელებმა წააქციეს და ძალადობრივად მოექცნენ. 

„ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ გამონათქვამებზე საუბრობდნენ, რასაც პოლიცია იყენებდა. ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ ის მანქანაში ელოდებოდა, მისთვის უცნობი იყო დანარჩენი 6-ის ქმედებები, ეგონა რომ უბრალოდ ბანერზე აპირებდნენ დაწერას და დატოვებას. მას არ მიუღია მონაწილეობა სტენსილის დახატვაში. სტენსილის დახატვას 7-დან 6 არ უარყოფს. ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის სამართალდარღვევა, მორალური უფლება არ გააჩნია სახელმწიფოს, მოსთხოვოს პასუხი მაშინ, როცა არ უზრუნველყოფს თემს მიკუთვნებული ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, არც საჯარო შეკრების თავისუფლებას, ამისთვის არც პოზიტიურ და არც ნეგატიურ ვალდებულებებს არ ასრულებს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ამ ადამიანებისთვის, რომ თავიანთი პროტესტი გამოხატონ იმ სისტემური, ინსტიტუციური უფლებების დარღვევისთვის, რასაც ლგბტ თემი ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდის" - ამბობს ბოლქვაძე. 

დაკავებულ 7 აქტივისტს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი,) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) წაუყენეს.  სამი მათგანი კი მხოლოდ 150-ე პირველი მუხლით დააკავეს.

სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ პატაკში მოხსენიებული პოლიციელები მოწმის სახით გამოიძახონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^