Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► კეკელიძის ქუჩაზე ანტიჰომოფობიური პლაკატი გააკრეს

18 მაისი, 2016 3:18

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო პლაკატი გააკრეს. პლაკატის ავტორი, მხატვარი მუსია ქებურიაა. მისი თქმით, ნამუშევარი არამხოლოდ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, არამედ 17 მაისს ლგბტ აქტივისტთა დაკავებასაც ეძღვნება.

„ეს კონკრეტული პლაკატი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავაკეთე და გარდა ამისა, ეს არის გამოხმაურება წუხელ ლგბტ აქტივისტების დაკავებაზე. პატრულს შეეძლო, ამ ადამიანების უფლებები არ შეელახა და ნორმალურად ჩატარებულიყო ყველანაირი პროცედურა. ამის ნაცვლად უფრო უხეშობდნენ, საპატრიარქოსა და დანარჩენი ჰომოფობების პოზიცია დაიკავეს. ისე გამოვიდა, რომ ყველა ამ ადამიანების წინააღმდეგ შეიკრა. ეს არასწორი დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან", - ამბობს მუსია ქებურია. 

გუშინ გამთენსიისას, სტენსილების გაკვრის დროს, თბილისში ლგბტ აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ მათი დევნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 173-ე და 150-ე მუხლებით დაიწყო. 10-ვე აქტივისტი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათი სასამართლო პროცესი, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 20 მაისს განახლდება. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^