Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გეგმავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზიკა ვირუსის წინააღმდეგ

19 მაისი, 2016 12:03

BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო, რუსეთი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმ ტერიტორიებში შედის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია.

ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ორსულებში, ინფორმაციის გავრცელებას შეუწყონ ხელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები იგეგმება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივაწოდეთ ინფორმაცია, რა სახის მწერებია გავრცელებული საქართველოში, კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საქმის კურსში ვართ, რა თქმა უნდა, და ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად, დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის მომზადება, ვზრუნავთ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებაზე. ვინც მიდის ზიკათი დაზარალებულ რეგიონებში, ვაწვდით ინფორმაციას, როგორ უნდა მოიქცნენ იქ და რა სახის პრევენციულ ღონისძიებებს მიმართონ. მთელ შავი ზღვისპირა ზონაში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. პირველ ეტაპი დასრულდება ივნისის ბოლოს, მეორე ეტაპი დაიწყება აგვისტოში.” - განუცხადა „ლიბერალს“ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილი.

ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა 6 მაისს გაიმართა.

სადეზინფექციო სამუშაოებს მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში შეასრულებენ.

„გადამტანების პოპულაციის დეზინფექციით კონტროლი მოიცავს ღია და დახურული სივრცეების დამუშავებას ისეთი საშუალებებით, რომლებიც არის ადამიანისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და კოღოების გამრავლების სხვადასხვა სტადიაზე განადგურების თვალსაზრისით ეფექტური.” - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

შესაბამისმა უწყებებმა შეიმუშავეს სპეციალური გეგმა, რომელიც გულისხმობს შავიზღვისპირა საკურორტო ზონის უსფრთხოების უზრუნველყოფას - ანაკლიიდან სარფამდე.

ზიკა ვირუსი, ძირითადად, ხასიათდება საშუალო სიმძიმის სიმპტომატიკით (1), ზოგიერთ ადამიანს კი საერთოდ არ უვითარდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

არსებობს მეცნიერული მოსაზრება, რომ ზიკა ვირუსი წარმოადგენს მიკროცეფალიების (ახალშობილები უჩვეულოდ პატარა ზომის თავით) და თავის ტვინის სხვა მალფორმაციების, დეფექტების მიზეზს იმ ქალების ახალშობილებში, რომლებიც ორსულობის დროს ინფიცირებულნი იყვნენ ზიკა ვირუსით და ასევე გიენ ბარეს სინდრომის (იშვიათი, მაგრამ სერიოზული ნევროლოგიური დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დამბლა და სიკვდილი) მიზეზს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ზიკა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^