ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი თამაზ მეჭიაური ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ენასა და ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებს.
„იქ უნდა გაესრისათ ისინი", - ასე ეხმაურება ის სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებულ შეკითხვას. მეჭიაურის კომენტარს „რუსთავი 2" ავრცელებს.
„სახალხო დამცველი მარტო იმას რომ უყურებს, როგორ დაიცვას „ის ადგილი". მართლმადიდებლობაზე ერთხელ დაიცვა რამე? როცა სიწმინდეების შებღალვაზე იყო საუბარი, თუნდაც გუშინწინდელ ამაზრზენ ფაქტზე, ნებისმიერი რელიგიის მიმართ რომ გაეკეთებინათ იგივე, მსოფლიოს შეყრიდნენ. გამოვიდა და ის კიდევ ისევ იმათ ინტერესებს იცავს, რომ რაღაც ჯარიმა გადაახდევინონ, ჯარიმა კი არა იქ უნდა გაესრისათ ისინი. მართლმადიდებლობამ გადაარჩინა საქართველო და არა მეკურტუმეებმა", - აცხადებს მეჭიაური.